მარკეტინგული ღონისძიება “COPY BREAK“ მეორედ გაიმართება
24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრების ორგანიზებით, საქართველოში მეორედ გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება “Copy Break” – „ქოფირაითინგული შესვენება“. ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო […]