ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, მურმან მარგველაშვილისა და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორის, დავით ჩხაიძის საჯარო ლექციები

7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. 17:00 საათზე ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე წყალბადი, მისი როლი გლობალურ ენერგეტიკულ გადასვლაში და საქართველოს პერსპექტივები“. მომხსენებელი განიხილავს მწვანე წყალბადის შესაძლო როლს კლიმატის ცვლილების […]

„ბიობლიცი“

8 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. მეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები), […]

სოციოლოგიის კვირეული

10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს, 17:00 საათზე. ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. კვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.

ფრანგულენოვანი წიგნის LA GÉORGIE À LA CROISÉE DES CULTURES (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია

10 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა […]

„ტექნოლოგიური რისკების მართვა“ – დოქტორ ანდრეი-ტიტუს რადოვიჩის საჯარო ლექცია

12 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორიაში დოქტორი ანდრეი-ტიტუს რადოვიჩი (ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი) წაიკითხავს ლექციას „ტექნოლოგიური რისკების მართვა“. მომხსენებელი შეეხება რუმინეთში ტექნოლოგიური რისკების შეფასებისას სივრცული გეგმარების როლს, განიხილავს საუკეთესო გამოცდილებას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. მომხსენებლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://enviro.ubbcluj.ro/en/staff/asistent-cercetare-andrei-titus-radovici-3/ სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 12 ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის […]

„დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“ – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“

13 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ვებინერების ციკლის მეოთხე შეხვედრა თემაზე „დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“. ისაუბრებენ ირინა შაქარაძე, ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნინო ჯიჯავაძე, ილიას უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი

სამეცნიერო კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში”

14 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში". კონფერენციაზე სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ კულტის ფორმირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკასა და სტრატეგიას შუა საუკუნეების საქართველოში. მოხსენებები შეეხება შუა საუკუნეების საზოგადოებრივ-კულტურული და რელიგიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, რომლებშიც გაცხადებულია მმართველის, წმინდანის, ხატისა თუ […]

ვორკშოპი „მომავლის პროფესიები“

14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელიც წელს HR Hub-თან თანამშრომლობით დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9 მარი ბურდულის სახელობის […]

HR HUB-თან ერთად დასაქმების ფორუმი ვაკის პარკში

14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში HR Hub-ის დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება. მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. HR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის […]

პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“

15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“. პანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე. მოდერატორი – დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პანელის მონაწილეები: ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო […]