„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში – ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში”

17 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. მომხსენებლები: […]

გარე განათლება – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“

20 ივნისს, 20:00 საათზე,  ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მეხუთე შეხვედრა თემაზე „გარე განათლება“. ისაუბრებენ: ნატალია ჩილაჩავა, ბათუმის მე-8 საბავშვო ბაღის მეთოდისტი; თამთა კუხალეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი. შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.

„დრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის მქონე ნანომასალებისთვის” – ასისტენტ-პროფესორ მარიამ მიქელაშვილის საჯარო ლექცია

21 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორი მარიამ მიქელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „დრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის მქონე ნანომასალებისთვის“. XXI საუკუნეში ნანოსტრუქტურის ფოროვანი მასალების მექანიკური თვისებების პროგნოზირება უწყვეტ გარემოთა მექანიკის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ბუნებრივ და ხელოვნურ ნანოფოროვან მასალებს მრავალფოროვანი ნანომასშტაბიანი სტრუქტურის გამო უნიკალური მექანიკური, […]

„შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის” – პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექცია

26 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ვლადიმირ ბენკო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციას „შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 დასწრება თავისუფალია.

„ტრავმა და საზოგადოება“ – ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია

26 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციას „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენცია ეწყობა საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასთან, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით. კონფერენციის წლევანდელი თემაა „ტრავმა და საზოგადოება: ეთიკა, პრაქტიკა, კვლევა“. დღის წესრიგი სამუშაო […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

27-28 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: სოციალურ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

„გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები“ – პროფესორ მარია ტრიფონოვას საჯარო ლექცია

27 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მოწვევით სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მარია ტრიფონოვა წაიკითხავს ლექციას „გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები”. მომხსენებელი ისაუბრებს ნახშირბადის ფასების მექანიზმის სირთულეებსა და ამ კუთხით ევროკავშირის გამოცდილებასა და გაკვეთილებზე, განიხილავს ნახშირბადის ფასის დადგენის ფუნდამენტურ საკითხებს, […]

საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ

27 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან Erasmus-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. მომხსენებლები: თამარ თათეშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. 2023, პოლონეთი – WSB University, Erasmus-ის პროგრამა 2024, ქლივლენდი, მისისიპი – Delta State University, Ugrad-ის პროგრამა ანა ქათამაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე […]

პროფესორ მიხაილ ზილმბერმინტის საჯარო ლექციები

28 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მიხაილ ზილმბერმინტი წაიკითხავს საჯარო ლექციებს: ენდოკრინული ჰოსპიტალისტი: დიაბეტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესება; ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დიაბეტის მართვა (გასაკვირად მარტივად). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 ივნისი, 16:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება […]

ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს

28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. 17:00 საათზე პროფესორი ზურაბ რატიანი – ლექციას „კვანტური კომპიუტერების ფიზიკური მოდელები“. განიხილავს კვანტური კომპიუტერის კომპონენტების ერთ-ერთი შესაძლო ფიზიკურ- რეალიზაციას. 17:40 საათზე პროფესორი ელინა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „წყლისა და ატმოსფერული […]