საზღვრებს მიღმა: კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2024

4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]

ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ია კუპატაძისა და ასისტენტ-პროფესორ ნანა ზაზანაშვილის საჯარო ლექციები

5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე და ასისტენტ-პროფესორი ნანა ზაზანაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს. 17:00 საათი  – „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე – პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენა“ ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე სემინარზე წარმოდგენილი იქნება  პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ […]

„სამაგიდო თამაშების საღამო 2.0” ილიაუნის სტუდენტებისთვის

5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო Board Game Night. ღონისძიებაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დამეგობრდნენ და ითამაშონ: Catan Wavelength Azul Dixit Codenames Mafia Avalon Risk Werewolf Uno მონაწილეობისთვის 5 ივლისის ჩათვლით შეავსეთ […]

საზაფხულო ტრენინგი იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში

10, 11 და 12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე Georgian Implementation Science Fogarty Training (GIFT) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საზაფხულო ინტენსიური ტრენინგი აშშ-ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წამყვანი პროფესორების მიერ. ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ვისთვის არის ტრენინგი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის და […]

დოქტორანტ ლილი გლურჯიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 ივლისს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლილი გლურჯიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 10 […]

ონლაინვებინარი ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ

11 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორი მარიამ სულაშვილი გამართავს ვებინარს ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: პროგრამის მიმოხილვა; შესაძლებლობები სტუდენტებისთვის; მონაწილეობის წინაპირობები და განაცხადის შევსების პროცედურა; კითხვა-პასუხი. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაცია აუცილებელია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული განრიგი: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/84164.pdf შენიშვნა: ვებინარი ჩაიწერება. ფორმატი: ონლაინ (Google […]

„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ – შეხვედრა შშმ პირთა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან

12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული […]

საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში

12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის […]

დოქტორანტ მაია დამენიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

12 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ დოქტორანტი მაია დამენია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა (საისტორიო მეხსიერების რევიზია XVII-XVIII საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით)“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი დრო: 12 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

15 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. გუნდის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 15 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. დასწრება თავისუფალია.