საჯარო შეხვედრა „სტარტაპთა განვლილი გზა“

2 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა სტარტაპერებსა და მცირე მეწარმეებთან. მომხსენებლები: სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი; თამთა მოსიაშვილი, “WoodTiness”-ის დამფუძნებელი; სოფი მუხულიშვილი, “Cosmo”-ს დამფუძნებელი. შეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები დამსწრეთ მოუყვებიან თავიანთი საქმიანობის, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. შეხვედრის დრო: 2 მაისი, 15:00 საათი […]

მზის მაგნიტური ციკლი – მეცნიერ მაუსუმი დიკპატის ონლაინლექცია

3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში ონლაინსემინარების ფარგლებში მეცნიერი მაუსუმი დიკპატი წაიკითხავს ონლაინლექციას „მზის მაგნიტური ციკლი“. მაუსუმი დიკპატი High Altitude Observatory-ის (აშშ) უფროსი მეცნიერი და მზის მაგნიტური დინამოს ცნობილი ექსპერტია. მას მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებსა და […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებები ევროპის დღეზე

11 მაისს, 11:00-დან 20:00 საათამდე, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, იასამნისფერ სივრცეში, ევროპის დღესთან დაკავშირებით ილიაუნი გამართავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ფაბლაბ ილიაუნი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბ ილიაუნი  სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ლაბორატორიის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ […]

დოქტორანტ ლელა ჩიტაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

14 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლელა ჩიტაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები - კოგნინის, მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულისა და Src კინაზას კომპლექსის ცვლილებების შესწავლა“ ("Molecular mechanisms of visual imprinting […]

„ასტროლაბი“ – ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი საქართველოში მოსწავლეებისთვის

15-დან 18 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართება ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი „ასტროლაბი". ვორკშოპის მიზანია ასტროფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 4 დღის განმავლობაში შეუქმნას შესაბამისი კვლევითი გარემო, სადაც ისინი არა მარტო მოისმენენ გამორჩეულ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციებს, არამედ მათი დახმარებით თავად დაამუშავებენ კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებებს და შეძლებენ მათ ვიზუალიზაციას. მსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან […]

,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა” – დალი კეკელიძის საჯარო ლექცია

18 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გარემოს ჯანმრთელობის კურსის მოწვეული ლექტორი დალი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა". შეხვედრის მიზანია სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთიერთობის შესახებ. ლექციაზე განხილული იქნება, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები – ჰაერის დაბინძურება, […]

დოქტორანტ ნინო იმედაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

20 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის პოლიტიკის მეცნიერება დოქტორანტი ნინო იმედაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „თვალი-თვალის წილ“ ნატო-რუსეთის ურთიერთქმედების და რუსეთის არაერთგვაროვანი ინტერვენციების ახსნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სამეცნიერო ხელმძღვანელი – სერგი კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 მაისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, […]

დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სადისერტაციო ნაშრომის “GLOBAL-SCALE ROSSBY WAVES ON STARS” დაცვა

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ალბექიონი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს: “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი სამუშაო ენა: ინგლისური […]

შემოქმედებითი ტური საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა“

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 23 მაისს, 12 საათზე. უნივერსიტეტის კორპუსების განლაგება გთხოვთ,იხილოთ აქ. ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს ან, მოგვმართოთ ელ. ფოსტის საშუალებით: tour.music@iliauni.edu.ge დრო: 23 მაისი, 12:00 საათი ტურის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, D 404 აუდიტორია

„გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“ – პროფესორ მერაბ სვანაძის საჯარო სემინარი

24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი მერაბ სვანაძე გამართავს სემინარს „გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“. მომხსენებელი მიმოიხილავს გარემოში სითბოს გავრცელების კანონებს, კერძოდ, გააანალიზებს ფურიეს კლასიკური კანონიდან (1822) დაწყებული დღემდე არსებულ განზოგადებულ კანონებს, ამასთან ამ კანონებზე დაფუძნებულ თერმოდრეკადობის კლასიკურ და განზოგადებულ თეორიებსა და ამ თეორიების შედეგებს, დასასრულს განიხილავს პერსპექტიული კვლევების ძირითად […]