16 ივნისს, 15:30 საათზე, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს, რა გავლენა მოახდინა მეფის რუსეთმა და საბჭოთა „სოციალიზმმა“ ქართული ერის ჩამოყალიბებაზე და სუვერენიტეტისა და მოდერნულობის იმ ზღუდეებზე, რომლებიც ამ იმპერიებში ცხოვრებამ შექმნა. საჯარო ლექცია ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა […]
17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად, როგორც მეტროპოლიებში, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას, ინტელექტუალურ თავისუფლებას […]