26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების, ისე […]
10 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 27-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს განახლებული პროგრამით. კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები, ქალაქური და საგუნდო სიმღერები, უცხოური ფოლკლორის ნიმუში. 2011 წელს შექმნილი 30-წევრიანი სტუდენტური გუნდი რესპუბლიკური საგუნდო კონკურსისა და სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულია. სხვადასხვა პერიოდში გუნდის წევრებს ჰქონდათ გასტროლები პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა […]
11 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ქეთევან არჯევანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ადამიანის მორალური გაძლიერების ეთიკა“ (Ethics of Human Moral Bioenhancement). სამეცნიერო ხელმძღვანელები: მიუნსტერის უნივერსიტეტიტის პროფესორი თომას გუთმანი […]
12 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ დოქტორანტი თეონა გოცირიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების სარისკო ქცევების შესწავლა სოციალური ქსელების და ქცევის ცვლილების თეორიების ჭრილში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა საძაგლიშვილი თემის სათაური "The study of risk behaviors among street connected children within the theoretical […]
12 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებისთვის ონლაინ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ნიდერლანდური ენის შესწავლისა და საზაფხულო სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი წევრია გლობალური ქსელისა, რომელიც აერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო ცენტრს. ცენტრის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველწლიურად ეძლევათ შანსი, მოიპოვონ დაფინანსება ნიდერლანდური ენისა და […]
თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათი სახალხო მეგობრობა ყველასათვის იყო […]
ოცი წელი სწავლის, სწავლების, კვლევის, თავისუფალი აზრის, გამბედაობის, ერთიანობის. ოცი წელი ერთად ვქმნით თავისუფალ აკადემიურ სივრცეს, სადაც კითხვებს სვამენ, სადაც მეცნიერება არის ძალა და სადაც უნივერსიტეტი მხოლოდ შენობა კი არა – პასუხისმგებლობაა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. ვერთიანდებით, რომ დავიცვათ უნივერსიტეტი, დავიცვათ განათლება, დავიცვათ ის იდეა, რომ უკეთესი მომავალი მხოლოდ ცოდნით შენდება. ვერთიანდებით, რომ გამოწვევებს თვალი […]