16 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან […]
24 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პაპილომა ვირუსისა და მისი პრევენციის შესახებ. უნივერსიტეტში, სპეციალურად მოწყობილ მობილურ ჯიხურებში, კი პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასოა, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის კამპანია მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და ყველა დაინტერესებული […]
21 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლისა და კომპანია „ენკომის“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან თემაზე „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება”. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტს. შეხვედრის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილის 22:00 საათამდე. დასწრებას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული პირები. მათ დაუკავშირდებიან სააპლიკაციო ეტაპის წარმატებით […]