8 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში". აკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე, გვალვებსა და წყალდიდობებზე, ასევე […]