16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში, ნათია ნანავა გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ამ დროისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამებზე განაცხადის შეტანისათვის კანდიდატს აუცილებელია ჰქონდეს ინგლისური ენის […]
16-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N 3/5) გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება. 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია და 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას […]
16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ერეკლე მაღრაძე ისაუბრებს გამოთვლითი ცენტრის რეზურსებზე, რისთვის გამოიყენეს ეს ცენტრი და რისთვის გამოყენებას გეგმავენ, რა თანამშრომლობის გაღრმავებას და რომელი მიმართულებით განვითარებას აპირებენ ცენტრის მუშაობაში, ასევე რა უნდა შეიცვალოს მომავალი წლიდან, უფრო ეფექტური და პრაქტიული მუშაობისთვის. დრო: 16 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. […]
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დავით თარხნიშვილი წაიკითხავს მოხსნებას „მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში: ილიაუნის 11-წლიანი გამოცდილება“. თემის მოკლე აღწერა დნმ-ის კვლევა ბოლო 25-30 წლის განმავლობაში გახდა რუტინული ტექნიკა, რომელიც დანერგილია დასავლეთის უნივერსიტეტების უმრავლესობაში და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სამეცნიერო ამოცანის გადასაწყვეტად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური ლაბორატორია 2007 წელს დაინერგა და ბოლო […]
2019 წლის 17 დეკემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას სისხლის სამართალში. პრეზენტაციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. სტატიების ავტორებთან დისკუსიას გაუძღვება ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სამართლის სკოლის […]
17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნათია კოპალიანი წაიკითხავს მოხსენებას „გლობალური ფილოგეოგრაფიული და სხვა ძაღლისებრებთან შერევის პატერნები მგლებში“ თემის მცირე აღწერა მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს თანამედროვე მგლების ფილოგეოგრაფიას, ისაუბრებს მგლის პოპულაციურ სტრუქტურაზე სხვა სახეობებთან შერევის გავლენასა და მისი დეტექციაზე, ძაღლების თანამედროვე ჯიშების კავშირზე მგლების ერთ-ერთ გადაშენებულ ხაზთან. საუბარი შეეხება ასევე საქართველოში მგლის სდა […]
17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ექსტრემალური ამოცანები სასრული წერტილოვანი კონფიგურაციებისთვის“. თემის მოკლე მიმოხილვა ოპტიმალური კონფიგურაციების ზოგიერთი მახასიათებელი თვისება და მიღებული შედეგების გამოყენება ოპტიმალური კონექტორების აგების ამოცანაში და წერტილოვანი კონფიგურაციების ელექტროსტატიკური ინტერპრეტაციის ამოცანაში, რომელსაც აქვს საინტერესო გამოყენებები იონური ხაფანგების მართვის თეორიაში. დრო: 17 დეკემბერი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 […]
17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება წიგნის „ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან: დავით მაისურაძე, ირაკლი შაკიაშვილი, მაგდა ლაზიშვილი, ირინა იამანიძე, ლუკა კოდუა, რედაქტორი – შალვა პაპუაშვილი. წიგნი შექმნილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში . კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კოორდინირებით. […]
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიგა გამყრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „მიო-ინოზიტოლი – ეპილეფსიური განმუხტვები და ეპილეპტოგენეზი: ელექტროფიზიოლოგია და ბიოქიმია“. თემის მცირე აღწერა მიო-ინოზიტოლის ანტი-კონვულსიური და ანტიეპილეტოგენური თვისებები პირველად ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა. ლექციაზე განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების ორი ახლი ასპექტი: მოკლევადიანი ეფექტები გამოწვეულ ეპილეფსიურ განმუხტვებზე და გრძელ-ვადიანი ეფექტები ეპილეპტოგენეზის მოლეკულურ […]
17 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნელი დათუკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათი დეტექცია საკვებში“. თემის მოკლე მიმოხილვა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) და მათგან მიღებული საკვები პროდუქტები შექმნილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიით გენური ინჟინერიის გამოყენებით. გმო-ს მონიტორინგი აქტუალურია ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისათვის, პროდუქტების ავთენტურობისა და უვნებლობის შეფასებისათვის, საკვების ეტიკეტირებისათვის, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისათვის, […]
18 დეკემბერს, 16:00 საათზე, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში განათლების კოალიციის ორგანიზებით მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჭაუჭიძის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“ მომხსენებლის შესახებ გიორგი ჭაუჭიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, და ისტორიის მასწავლებელია. 2019 წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული […]
18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ეკატერინე დადიანი წაიკითხავს მოხსენებას „დაგვიანების ფუნქციის" გამორთვის ანალიზური მეთოდი დამუხტული ნაწილაკთა წრიული ნაკადისთვის“. თემის მოკლე აღწერა წარმოდგენილ კვლევაში განხილულია მაღალი ენერგიის დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადის მოძრაობა წრიულ უსასრულოდ გრძელ მილში, უსასრულოდ სქელი გამტარი კედლებით. ეს ნაწილაკები მოძრაობის დროს ელექტრომაგნიტურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გარემოსთან. შედეგად წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ველი, […]
18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული დოკუმენტირების პრინციპები“. მომხსენებლები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, და ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე. ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი წარადგენს მოხსენებას, რომელშიც განხილული იქნება ძველი ქართული ტექსტური მემკვიდრეობის დოკუმენტირებისა და კვლევის პრობლემატიკა; პროფესორი ირინა ლობჟანიძე ისაუბრებს ბოდლეს […]
18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში ანა მაყაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სტერეოტიპები, როგორ ისტორიული წინაპირობა: სოციალური კლასის ხატი პოსტკომუნისტურ და კაპიტალისტურ საზოგადოებებში“. სტერეოტიპის შინაარსის მოდელის მიხედვით, გარეჯგუფები მათდამი სტეროტიპული დამოკიდებულების ორი განზომილების – სითბოსა და კომპეტენციის – გადაკვეთაზე მიღებული ოთხი ტიპიდან ერთ-ერთის მეშვეობით ხასიათდება. კვლევაში შედარებულია 38 კაპიტალისტური და 9 პოსტკომუნისტური ქვეყნის, […]
19 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი ლევან ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას „მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ზე დაფუძნებული დნმ ნანოსტრუქტურები“. თემის მცირე აღწერა დნმ ნანოტექნოლოგიები ძირითადად დაფუძნებულია უოტსონ-კრიკის ფუძეთა წყვილებზე, მათი როგორც ამოცნობის მექანიზმები, ასევე სტრუქტურული ელემენტები. ეს ზღუდავს მის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას და დნმ-ის თვითაწყობის დროს უშვებს უზუსტობებს. დნმ დუპლექსების ალტერნატივად […]
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და დავით ოთიაშვილი გამართაენ საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: „ნარკოტიკები, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“. მომხსენებლები ისაუბრებენ არალეგალური ნარკოტიკების პრევენციის გახმაურებულ მედიაკამპანიებსა და მათ შედეგებზე, მტკიცებულებით მეთოდებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე წამალდამოკიდებულების თავიდან აცილების საქმეში; იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს […]
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი სანიკიძე წაიკითხავს მოხსენებას „ირან-საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები“. მომხსენებელი ისაუბრებს არქივებსა და ბიბლიოთეკებში წელს მოპოვებულ საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მასალებსა და ამ მასალების შესწავლის შედეგებზე. დრო: 19 დეკემბერი, 19:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი ხეოშვილი წაიკითხავს მოხსენებას „რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში“. თემის მოკლე აღწერა ანტისემიტიზმი ისტორიული ქრისტიანობის წიაღში ჩამოყალიბებული რელიგიური და ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ამასთან ფართოდ გავრცელებული ფორმაა, რომელიც ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. საუკუნეთა მანძილზე ანტისემიტიზმი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახეს იღებდა […]
19 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „მაღალი ენა“ და vulgus profanum“. მოკლე აღწერა „მაღალი“, ანუ სალიტერატურო ენა, ნაციონალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ამასთანავე სოციალური და ძალაუფლებრივი იერარქიების განმსაზღვრელიც არის. არასალიტერატურო ენით მეტყველება (დიალექტი, სოციოლექტი) დაქვემდებარებულობის სოციალურ სტატუსზეც მიანიშნებს. ამგვარი შიდაენობრივი იერარქიების […]
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროფესორი თინა კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „მითის და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული" სამყარო“. თემის მოკლე აღწერა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში ნაწინაწარმეტყველები (1915 წ.) გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დეტექტირება მხოლოდ 2015 სექტემბერში განხორციელდა, და ამით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ახალი ეპოქა დაიწყო – დღეისათვის, დეტექტორის სიხშირისადმი მგრძნობელობიდან გამომდინარე, მხოლოდ […]
20 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ლევან მუმლაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „2019 წელი ზოოლოგიის ინსტიტუტში და სამომავლო პერსპექტივები”. დრო: 20 დეკემბერი, 18:30 საათი; ადგილმდებარეობა: T102, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 დასწრება თავისუფალია.
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გულნარა ბადრიძე წარდგება მოხსენებით: „მცენარის მარილგამძლეობის ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლები“. მოხსენებაში განხილული იქნება მლაშე გარემოსადმი მცენარის შეგუების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლის მიზნით ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ შესრულებული კვლევის შედეგები. დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა:T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
20 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში თამარ ჯოლოხავა წაიკითხავს მოხსენებას „პესიმალური ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობა და მათი კავშირი მცენარეულ მრავალფეროვნებასთან ყაზბეგის რეგიონის (ცენტრალური კავკასიონი) ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე“. თემის მცირე აღწერა კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილება შესაძლებელია მკვეთრად აისახოს ყველაზე სენსიტიურ – მაღალმთის მცენარეულობაზე. სერიოზული ტრანსფორმაცია სავარაუდოდ შეეხება სიცოცხლის ზედა ზღვარზე გავრცელებულ მყინვარისა და […]
21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ევროპული მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“ („მეცნიერება მთავარ როლში“) ეგიდით საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას მომავალი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ შესახებ, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის ორგანიზებით გაიმართება. […]