3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?“. ჩვენ გარშემო სექსულური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლი ბევრი ქალია, ქალები, რომლებიც მეხსიერებაში სრულიად მკაფიოდ ან ფრაგმენტულად ინახავენ სასტიკ გამოცდილებას და ცდილობენ მასთან გამკლავება და მასთან თანაცხოვრება ისწავლონ. მათთვის ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, თუმცა მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავის ადეკვატურად დასჯა […]
3 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ქართველი დებიუტანტი მწერლის, მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ მოგვითხრობს ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, წესით ბევრ შეკითხვას რომ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან, ზოგადად, მთელმა […]
5, 6, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება იბოგაინის ევროპული ფორუმი. ფორუმზე თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ იბოგაინის თერაპიულ ეფექტებს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება და პოზიტიურ სამკურნალო ეფექტს გვაძლევს ადიქციების, ბიპოლარული აშლილობის, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში.ფორუმის მიზანია, სამეცნიერო და […]
5 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სოციალური მედია და ციფრული ინოვაციები“. მომხსენებლის შესახებ ნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. […]
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართება თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“. ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელია. იგი არის განათლების საკითხების მკვლევარი, დებატების საერთაშორისო ტრენერი, სახელმძღვანელოების თანაავტორი. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 23-წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ზაარლანდის სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში, ლაიფციგისა და […]
6-7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება სკოლების გამოფენაზე ექსპო ჯორჯიაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ილიაუნის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებში და საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას, მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები, აქტიური მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში შემდეგი მიმართულებებით: გეოლოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური […]
5 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“. მომხსენებლის შესახებ ნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. დოქტორი […]
5 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გიწვევთ შეხვედრაზე „როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის“ (Preparing an article for publication in an international journal). შეხვედრას გაუძღვება კომპანია Clarivate Analytics-ის (ყოფილი Thomson Reuters) წარმომადგენელი. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მაღალი იმპაქ-ფაქტორიანი ჟურნალის სწორად შერჩევა, სტატიის სტრუქტურა და ენობრივი […]
2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით. პროექტის მიზანი პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა, რაც ბევრმა ისედაც იცოდა – ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში. […]
5 დეკემბერს,19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება თურქულ-ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ დოქტ. ერდემ ოზდემირი (ბაღლამა, ბარბითი, ვოკალი), სამეთ საილა (ქაბაქ ქემანე), თუგაი ბუთუნი (სალამური, ბაღლამა, რიტმი), ასევე ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი და მეჩონგურე უჩა პატარიძე. კონცერტზე შესრულებულ თურქული ხალხური და კლასიკური მუსიკის ნიმუშებს დაერთვება შესაბამისი კომენტარები. დრო: 5 […]
„ნაბიჯი შენკენ“ სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის “Nova Idea 2019” ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების – ელენე ქორიძისა და თამთა ჭელიძის ინიციატივაა. 2019 წლის 6 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ ფარგლებში შექმნილი მობილური პავილიონის პრეზენტაციას გამართავს. […]
„ოცნებები კადილაკზე”/Cadillac Dreams ახალგაზრდა რეჟისორის, ელენე მიქაბერიძის ფილმია ოცნებებსა და თავისუფლებაზე. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის მოზარდის ცხოვრებაზე. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად ენგურს გადაღმა, საზაფხულო ბანაკში წასვლა სურს. ეს არის კამერის ობიექტივით დანახული ამბავი საოკუპაციო ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის უფლებები მყიფე მოცემულობაა, ოცნებები კადილაკზე კი – ძალიან შორეული. ფილმი გადაღებულია საერთაშორისო არასამთავრობო […]