25 ნოემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია ეფლის თანამშრომელი ჯუია ჯადიდიანი გამართავს შეხვედრას თემაზე: „სილიკონის ველის სტარტაპ კულტურა”. გიფიქრიათ, სილიკონის ველი რატომ გახდა და დღემდე რატომაა უნიკორნი სტარტაპების ცენტრი ყველა დარგში? როგორ იზიდავს ეს ადგილი ტექნოლოგიების გურუებს, მეწარმეებსა და ბიზნესმენებს? ჯუია ჯადიდიანი, ეფლის წამყვანი ტექნოლოგი, ისაუბრებს იმ კულტურასა და პროცესებზე, რომლებმაც მსოფლიოს […]
25 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ტელესერიალის „დაუჯერებელი“ პირველი სერიის ჩვენება და დისკუსია. მინი ტელესერიალი „დაუჯერებელი” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და გაუპატიურების მსხვერპლ თინეიჯერი გოგონას ამბავს მოგვითხრობს. მისი ისტორია საჯარო ProPublica-ს და The Marshall Project-ის ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გახდა. სერიალი კარგად აჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, როდესაც სისხლის […]
26 ნოემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია ნინესას თანამშრომელი სეფიდე ალმასი გამართავს შეხვედრას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში”. სამედიცინო სურათების ანალიზი პაციენტების გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და რადიოლოგიის სპეციალისტებისგან დიდ დროსა და სიზუსტეს მოითხოვს. სხვადასხვა დაავადების სწრაფი დიაგნოსტირების მიზნით მეცნიერები ავითარებენ სხვადასხვა ალგორითმს, რომლებიც მანქანურ სწავლებასა და კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებით, ავტომატურად ან სპეციალისტების […]
26 ნოემბერს, სამშაბათს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება ილიაუნის პროფესორის, ნინო დანელიას საჯარო ლექცია თემაზე: „ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაცია და მისი გადამოწმების გზები”. ლექცია ეწყობა მედიაწიგნიერების კამპანიის ფარგლებში, რომლის ინიციატორია ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი. კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის შესახებ ცოდნის ამაღლება. კამპანიაში ჩართულია ილიას უნივერსიტეტი. წელს ილიაუნის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები […]
27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე. ოჯახში ძალადობა და ჩაგვრა, ორსულობა მოზარდობის ასაკში, ბარიერი განათლების მიღებისთვის, ფსიქოლოგიური ტრავმა-– ეს ბავშვთა ქორწინების თანმდევ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია. მიუხედავად მკაცრი საკანონდებლო რეგულაციებისა, ბავშვთა ქორწინება ხშირია და ის გოგონების უფლებებს ფუნდამენტურად ლახავს. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ქორწინებებთან […]
28 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონში (ა. წერეთლის გამზ. N118) გამართება თბილისის წიგნის დღეები. გამოფენაზე ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემებს 70%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. კატალოგი იხილეთ ბმულზე https://tinyurl.com/vku4gop გამოფენის სამუშაო საათები: 11:00-19:00
ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIPF) 28 ნოემბერი გამოაცხადა ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღედ – იყო ფრანგული ენის მასწავლებელი დღეს და ხვალ. ეს დღე აერთიანებს ფრანგულის როგორც უცხო ენისა და ბილინგვური სწავლების ენის პედაგოგებს მთელ მსოფლიოში. ამ დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება, განმტკიცება, უშუალო გარემოში […]
2019 წლის 2-10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად უმასპინძლებს ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას. ''Cadillac Dreams''- კინოჩვენება და დისკუსია დრო: 6 დეკემბერი,19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) ვრცლად - http://bit.ly/2OQ3e8N „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ – საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი […]
12-15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული ურთიერთობები“. კონფრენცია ეძღვნება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადების 90-ე წლისთავს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის (ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული, თანამედროვე) შესახებ. ქართველ მეცნიერთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ირანიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან.
წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ინტერნეტისა და საიტების გარეშე? სად წაიკითხავდით ამ პოსტს, 2004 წელს ფეისბუქი რომ არ შექმნილიყო და რამდენ ხანს ივლიდით ბიბლიოთეკებსა და ცნობათა ბიუროებში, რომ არა გუგლის საძიებო სისტემა? საიტების შექმნა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ათწლეულების წინ იყო, დღეს უამრავი დამხმარე რესურსი არსებობს,რაც პროცესს მარტივსა და საინტერესოს ხდის. სამრეწველო ინოვაციების […]
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, დოქტ. კატარინა შიდლო წაიკითხავს მოხსენებას „გაყიდვების სფეროში მუშაობის შუა საუკუნეების ისლამური სტილი. ისლამურ ეკონომიკაში ზოგიერთი ყველაზე საკამათო კომუტატური კონტრაქტის მოკლე ისტორია“. კატარინა შიდლო ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის შუა აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია. თემის მოკლე აღწერა Bayʿsalam/salaf - საქონლის გაყიდვა შემდგომ მიწოდებით და ადგილზე გადახდით უეჭველად წარმოადგენს ისლამურ […]
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში გაიმართება „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია წარმოადგენს. საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის – EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობას, ფართო შესაძლებლობებსა და ახალ სერვისებს საქართველოს მეცნიერებისთვის. […]
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში გაიმართება „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია წარმოადგენს. საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის – EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობას, ფართო შესაძლებლობებსა და ახალ სერვისებს საქართველოს მეცნიერებისთვის. დრო: 29 ნოემბერი, 17:00 საათი […]
30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები – ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია. საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სავალალოა, საზოგადოებაში ფესვგადგმული ტრანსფობიისა და ტრანსფობიურ ნიადაგზე ძალადობის გარდა, სერიოზული პრობლემაა მათი გენდერის სამართლებრივი არაღიარება, რაც ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს. თამარ მარმალიძის სამაგისტრო ნაშრომი „ტრანსგენდერი ადამიანების პირადი ცხოვრების […]
30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზის ხელოვნების პროგრამის ჯაზ-ვოკალის მიმართულების მე-3 სემესტრის სტუდენტების –მერცია ქუთათელაძისა და სალომე წულუკიძის კონცერტი. სალომემ და მერციამ ერთმანეთი ილიაუნიში ჯაზ-ვოკალის ლექციებზე გაიცნეს, საერთო მუსიკალური ინტერესები აღმოაჩინეს და დუეტის შექმნა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მერცია, გარდა ჯაზ-ვოკალისა, ასევე ეუფლება ჯაზ-ფორტეპიანოს, ბას-გიტარასა და გიტარას. მათ […]