1–ლ ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება, რომელზეც განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია წარდგება პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა და ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, […]
1-ლ ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ფრანგი პროფესორის, ჟორჟ ნივას საჯარო ლექციაზე: Que nous dit l’incendie de Notre-Dame-de-Paris? –რას გვეუბნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი? მომხსენებლის შესახებ ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სლავისტი, მთარგმნელი და აზროვნების ისტორიის სპეციალისტი ჟორჟ ნივა, […]
2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ვორკშოპი გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ მარტინ ტამკეს ხელმძღვანელობით. მოხსენებებს წაიკითხავენ: ანდრეი მაკარი (გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „სპარსეთის ყურეში პრეისლამური პერიოდის ასირიელების ლიტურგია; რადუ ტრანდაფირი (გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „პატრიარქ ტიმოთე I-ის დიალოგი ხალიფა ალ-მაამუნთან (ჰარუნ - არ- რაშიდთან)“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 2 ოქტომბერი,19:00 […]
3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კვების აშლილობებისა და აზარტული თამაშების მკურნალობის თანამედროვე სტრატეგიები“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 3 ოქტომბერი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია.
9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა კლიმატის კვირეულის ფარგლებში შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოზე, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძირითადი რისკები და საადაპტაციო ღონისძიებები, საქართველოს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესის მიმოხილვა, ეროვნულად განსაზღვრული წვლილი კლიმატის ცვლილების შერბილებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]
პარასკევს, 4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობების სამსახურს ➳ ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5, ოთახი E 208 ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge
5–6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით DevOps Con Tbilisi 2019 ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას DevOps Georgia გუნდი მეორედ მართავს. მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკის „ღია ბანკინგის“ განვითარების პროგრამა BOG Fintech და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია „ომედია". რა არის DevOps? DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზებულად მიწოდებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიებისა და მიდგომების […]