28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ვაკის მედიათეკაში გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ საინტერესო ლექციებს. ილიაუნის პროფესორები და მკვლევრები სამეცნიერო-პოპულარული ენით ისაუბრებენ სამყაროს საიდუმლობებზე, ახალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე განათლების მნიშვნელობაზე. სამეცნიერო კაფეში მოისმენთ ლექციას ტექნოლოგიების შესახებ. მომხსენებლები – ნანა დიხამინჯია, ერეკლე მაღრაძე, ელენე ჟურავლიოვა, სანდრო ასათიანი – ისაუბრებენ […]
24 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პოტსდამის ლაიბნიცის ასტროფიზიკის ინსტიტუტის რენტგენული ასტრონომიის კვლევითი ჯგუფის ლიდერი, პროფესორი აქსელ შვოპე გამართავს საჯარო ლექციას „Discoveries in the X-ray sky“ რენტგენულ ცაზე ახალი აღმოჩენების შესახებ. მომხსენებლის შესახებ პროფესორი აქსელ შვოპე ხელმძღვანელობს პოტსდამის ლაიბნიცის ინსიტუტის რენტგენული ასტრონომიის ჯგუფს. მისი კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: რენტგენული ორმაგი ვარსკვლავები, იზოლირებული […]
26 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი ედიშერ კაღაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღები & არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღების გავლენა მზის, მაგნეტოსფეროს, იონოსფეროსა და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში“. თემის მოკლე აღწერა: ტალღები დიდ როლს თამაშობს პლაზმაში ისეთ ფუნდამენტურ პროცესებში, როგორებიცაა ენერგიის გადატანა, ტურბულენტობის წარმოქმნა, ნაწილაკების აჩქარება და ა.შ. მომხსენებელი ისაუბრებს არაერთგვაროვნების მიერ წარმოქმნილ […]
26 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ტილე (Dr. Alexander Thiele, Public, European and Financial Law and Politics, University of Göttingen) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტები გამართავენ ერთობლივ ლექცია-დისკუსიას თემაზე „გერმანიის სახელმწიფო სისტემა". სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 სექტემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გეპატიჟებით ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰამუტალ ბარ-იოსების ქართულად თარგმნილი ლექსების პრეზენტაციაზე. წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ თავად ავტორი და მთარგმნელი თამაზ ხარაიშვილი. ჰამუტალ ბარ-იოსების 40 ლექსი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოსცა გამომცემლობა „მერიდიანმა". ჰამუტალ ბარ-იოსები, ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი ემერიტუსი, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის […]