Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ აქსელ შვოპეს საჯარო ლექცია „Discoveries in the X-ray sky“

სექტემბერი 24, 2019 / 18:00

24 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პოტსდამის ლაიბნიცის ასტროფიზიკის ინსტიტუტის რენტგენული ასტრონომიის კვლევითი ჯგუფის ლიდერი, პროფესორი აქსელ შვოპე გამართავს საჯარო ლექციას „Discoveries in the X-ray sky“ რენტგენულ ცაზე ახალი აღმოჩენების შესახებ.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი აქსელ შვოპე ხელმძღვანელობს პოტსდამის ლაიბნიცის ინსიტუტის რენტგენული ასტრონომიის ჯგუფს. მისი კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: რენტგენული ორმაგი ვარსკვლავები, იზოლირებული ნეიტრონული ვარსკვლავები, გალაქტიკური კლასტერები. პროფ. შვოპე და მისი ჯგუფი არიან სხვადასხვა დაკვირვებითი მისიის საერთაშორისო კოლაბორაციების წევრები: eROSITA, XMM-Newton SSC, ARCHES, Loss of the Night.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 24 სექტემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციაზე დასწრება შეუძლია ასტრონომიით დაინტერესებულ ნებისმიერ მსმენელს.

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 24, 2019
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: