2018 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შავი ზღვა, როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე. მისი დახურვის დღეს გადაწყდა, რომ ამავე დასახელების კონფერენცია 2 წელიწადში ერთხელ შავი ზღვის აუზის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტში გაიმართებოდა. მეორე კონფერენცია 2020 წლის 30 მარტიდან 2 აპრილამდე ბულგარეთში, სოფიას უნივერსიტეტში, გაიმართება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი იქნება.
31 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მთავარი იურიდიული მრჩეველის მოადგილის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორის, დევიდ მაკკროუს საჯარო ლექცია თემაზე: „FAKE NEWS (ყალბი ამბები) და მედიის თავისუფლება“. ლექცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვორკშოპზე „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია“, რომელიც გაიმართება 1-ლ და 2 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში. პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობისა და ადგილობრივი კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ დისკუსიის გააქტიურება და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. ვორკშოპს გაუძღვებიან ინიციატივის ავტორი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე და ილიას სახელმწიფო […]
1-ლ აგვისტოს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბაკალავრი სოფი კორნელია ვაგნერი (C. Sophie Wagner) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსნებელი ისაუბრებს ცენტრალურ კავკასიონზე (ყაზბეგის რ–ნი), როგორც მაღალმთის ბოტანიკური და ეკოლოგიური კვლევების ტრადიციულ სამოდელო ობიექტზე, ადრეგაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების გავრცელებისა და ეკოლოგიის თავისებურებებზე. კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც მაღალმთის მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ისე […]
19 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2019/20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება. ღონისძიებაზე ტრადიციულად მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა […]