Loading Events

« All Events

  • This event has passed.

gaimarte

აგვისტო 1, 2019 / 17:19

19 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2019/20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.

ღონისძიებაზე ტრადიციულად მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესახებ.

Erasmus+-ის გაცვლით პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს. ამჟამად უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობას 70-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან ევროპის 25 ქვეყანაში.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აგვისტო 1, 2019
Time:
17:19
Event Category:
Event Tags: