13 მაისს, 13:00-დან 16:00 სათამდე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი. დასაქმების ფორუმზე კომპანია წარმოადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო ვაკანსიებს თბილისსა და ყაზბეგში. დაინტერესებული პირები შეძლებენ ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე. დასაქმების ფორუმზე Adjara Group წარმოადგენს: ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“, ზაფხულის განმავლობაში დასაქმების შესაძლებლობას (მუშაობის პროცესში კომპანია აფინანსებს ცხოვრებისა და კვების ხარჯებს). თბილისის […]
14 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის SavvY მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა შეხვდება სტუდენტებს. შეხვედრის თემა: „საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის, რაც მომწონს“. მომხსენებლის შესახებ მარიამ ქოიავას აქვს 5-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტისა და ტრენერობის მიმართულებით. ის არის ACCA-ის წევრი. SavvY-ის დაარსებამდე მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების მენეჯერად თიბისი […]
14 მაისს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა და დისკუსია გერმანიის პარლამენტის წევრთან, დირკ ვიზესთან თემაზე: „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე. საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის 200 წელი“. საქართველოსა და გერმანიას დიდი ხნის ისტორია აკავშირებს – დაწყებული მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსული შვაბი ემიგრანტებიდან დღემდე. ორ ქვეყანას შორის […]
14 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ანა გოგიშვილთან შეხვედრაზე. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეხვედრის მიზანია მოსამართლეებსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი […]
22-23 მაისს ილიაუნის B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. დრო: 22-23 მაისი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორიის მიმდებარე ფოიე დასწრება თავისუფალია.
14 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებთან. Tbilisi Open Air 2019 21-23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, „მწვანე ოთახი“, სულ 70-მდე შემსრულებელი. შეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ფესტივალის განხორციელების პროცესში არსებულ […]
14 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ გიორგი კეკელიძეს, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ქართული ლიტერატურული პროცესების მართვა და სტრუქტურირება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან დღემდე“. დრო: 14 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
„ნიკორა ტრეიდი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ ვაკანსიებს. 15 მაისს, ხუთშაბათს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის E კორპუსის ფოიეში მოეწყობა კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ დასაქმების კუთხე, სადაც ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს საშუალება ექნება შეავსოს სააპლიკაციო განაცხადი და გაიაროს პირველადი გასაუბრება. დაინტერესებულ სტუდენტებს „ნიკორას“ წარმომადგენლები გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამართავს საზაფხულო სკოლას თემაზე: „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, ტენდენციები, სიახლეები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევა, როგორც მიმართულება, საქართველოსა და მსოფლიოში“. ლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორები და ადგილობრივი და უცხოელი მოწვეული ლექტორები. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებსა და სოციალური მიმართულების მაგისტრატებსა და დოქტორანტებს. სკოლა ჩატარდება 7-15 […]
15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯისგლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, პროფესორი პადმინი მურთი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გლობალური ჯანმრთელობის საკითხები, პროგრესი და გამოწვევები 21-ე საუკუნეში“ (Global Health issues Progress and challenges in the 21st Century). ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: „ქალის ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ (Women's health and human […]
15 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტში ილიაუნი+ მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ ამომწურავ ინფორმაციას პროექტის, პრაქტიკული კურსების სილაბუსების, ჩატარების განრიგისა და სატესტო დავალებების შესახებ. შეკითხვებს უპასუხებენ პროექტის მოწვეული ტრენერები. ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ […]
16 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის (IGG) წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ და დაინტერესებულ პირებს გასაუბრებაზე დაიბარებენ შერჩევის მიზნით. დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/2WBCADm კომპანიის შესახებ IGG ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან, […]
16 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას TBC ბანკის სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს დაიბარებენ გასაუბრებაზე შერჩევის მიზნით. შეხვედრა დააინტერესებთ […]
16 მაისს, 15:00 საათზე, ქალაქ გორის კულტურის სახლში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი კახა მაღრაძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. კახა მაღრაძის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადოების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ (30 ივლისი – 7 აგვისტო) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ […]
16 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაციას. კრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, ACCESS-ის პროექტის ფინანსური […]
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ქარჩხაძის გამომცემლობა ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის" პრეზენტაციაზე გიწვევთ. „მარტოობის ჩუმი ედემი“ მწერლის უბის წიგნაკიდან ამ დრომდე უცნობ ჩანაწერებს, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებს აერთიანებს. პრეზენტაციის მოდერატორი ლევან ბერძენიშვილი იქნება. წიგნის შესახებ ლევან ბრეგაძე, კახა ჯამბურია, მამუკა ბერიაშვილი, დიანა ანფიმიადი, […]
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჩვენი სამყარო“. მომხსენებელი ისაუბრებს ზოგადად სამყაროს, როგორც დროითი, ასევე სივრცითი, მასშტაბების შესახებ. მომხსენებლის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს მრავალწლიანი დაკვირვებითი გამოცდილება. […]
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის დოქტორანტ-აბიტურის, თედო დიაკონიძის კონცერტი. პროგრამაშია მოცარტის, ბეთჰოვენის, სკრიაბინისა და მუსორგსკის საფორტეპიანო ნაწარმოებები. თედო დიაკონიძემ დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედი, სადაც ის პედაგოგ ნინო მამრაძესთან სწავლობდა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატში, პედაგოგ ლალი სანიკიძის კლასში. […]
პროექტის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს რეგისტრაციას კონკურსის Big Idea Challenge მონაწილეთა შესარჩევად. კონკურსი იმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში. მისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას. კონკურსის მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება მოკლე, 60-წამიანი, ვიდეოფიჩების ჩაწერა, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება ბიზნესიდეა და მისი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის UN DESA, საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის ორგანიზებით 24 ივნისს გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“. კონფერენციის მედიაპარტნიორები არიან საქართველოს პირველი არხი (გადაცემა ბიზნესპარტნიორი), Caucasus Business Week და საინფორმაციო პორტალი Business Political Insights (BPI). კონფერენციის მხარდამჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი. კონფერენციის მიზანი კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის […]
17 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში მანჩესტერის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი ლაურა მაფიცოლი ისაუბრებს თავის კვლევაზე: „მემორისკეიპები. რეპრესიებთან დაკავშირებული მეხსიერება და ნარატივები თანამედროვე თბილისში“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 17 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: D305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთექვსმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტის, ბადი ანთაძის კონცერტი. პროგრამაშია ბახის, მოცარტის, შოპენის, დებიუსის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. ბადი ანთაძე დაიბადა 1994 წელს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე. წ. ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მანანა ბარათაშვილის საფორტეპიანო კლასში. 2005 […]