ორგანიზაცია Action Against Hunger პროგრამის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს Employment Shuttle. პროექტი 5-თვიანი დასაქმების პროგრამაა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის, რომელიც ხორციელდება თბილისში, მარნეულში, ფოთსა და ზუგდიდში. დასაქმების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: CV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; […]
რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში თბილისი, 14-15 ნოემბერი, 2019 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს განაცხადების მიღებას კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა „რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში“. რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს უახლეს ისტორიაში. რელიგია გადაჯაჭვულია მთელ რიგ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებთან, როგორებიცაა: კულტურა, განათლება, ნაციონალიზმი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, […]
6 მაისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორანტი ია ერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“. ღონისძიების მოდერატორი: დრ. ლელა რეხვიაშვილი მოხსენების მოკლე აღწერა ცენტრალურ ბანკს მისი დასაბამიდანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერი-სახელმწიფოებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის იდეა მიბმული იყო და არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის […]
7-8 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ქართულ-პოლონური სამეცნიერო კონფერენცია „კომუნისტური რეპრესიები საქართველოსა და პოლონეთში“ (1918-1989/1991). კონფერენციის ორგანიზატორები არიან პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, თბილისის პოლონური ინსტიტუტი, პოლონეთის საელჩო საქართველოში და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ღონისძიების პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის დოქტორანტები და პროფესორები. დრო: 7-8 მაისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია […]
2019 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე გაიმართება გასვლითი სკოლა თემაზე: „ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხები". სკოლას გაუძღვებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ლიონის ლუმიერის უნივერსიტეტის პროფესორები. იხილეთ განრიგი სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ფსიქოლოგიის […]
7 მაისს, 16:00 საათზე, ილიაუნის E405 აუდიტორიაში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Gino Paradise-ის წარმომადგენლებთან. Gino Paradise მულტიფუნქციური გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია. შეხვედრაზე Gino Paradaise-ის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქტიური ვაკანსიების შესახებ გააცნობენ ინფორმაციას და დაინტერესებულ პირებს დაიბარებენ გასაუბრებაზე შერჩევის მიზნით. შეხვედრაზე Gino Paradise წარმოადგენს შემდეგ ვაკანსიებს: მითერი; ქოლ-ცენტრის ოპერატორი; მოლარე-ოპერატორი; მაშველი; მიმტანი; ბარმენი; უსაფრთხოების თანამშრომელი. ვაკანსიები […]
7 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში უმიდა ახმედოვა წარადგენს თავის ბოლოდროინდელ პროექტებს, რომლებიც ეხება ქალების ყოფასა და ყოველდღიურობას უზბეკეთში. ასევე აჩვენებს მოკლე ფილმს რიტუალების შესახებ. ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი უმიდა ახმედოვა თანამედროვე უზბეკური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ახმედოვას პროექტები ადამიანის უფლებების, ურბანული ცხოვრების, ტრადიციების, განსხვავებული კულტურებისა და თანამედროვე უზბეკეთის […]
8 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გიორგი აბაშიშვილის ლექციაზე: „მოტივაცია და საკუთარი თავის მართვა-განვითარება "SALE"-ის გარეშე“. მომხსენებლის შესახებ გიორგი აბაშიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია მიმდინარე წლის აპრილიდან. ამავდროულად არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის […]
8 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გამართავს მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენებას და დისკუსიას. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. „სახელმწიფო […]
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“. მომხსენებლები: თამარ კორძაია – მედიაექსპერტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი; ნათია კაპანაძე – მედიაექსპერტი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი; ლაშა ქავთარაძე – ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი; გოგა ჩიფჩიური – კონსტიტუციონალისტი. მოდერატორი – ზვიად ქორიძე, […]
ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის მხარდაჭერია […]
ტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. ტრენინგს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი. ტრენინგები იმართება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი […]
10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთხუთმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
10 მაისს, პარასკევს, 19:30 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ჩინელი რეჟისორის, ჰუ ბოს ფილმს „სპილო მშვიდად ზის“. სურათი ამავე რეჟისორის ნოველის, „უზარმაზარი ბზარი“ ეკრანიზაციაა, რომელმაც 2018 წლის ბერლინის კინოფესტივალზე FIPRESCI (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება) პრიზი მიიღო. ჰუ ბომ ფილმის დასრულების შემდეგ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ჩინეთის ქალაქ მანჟულში ოთხი ადამიანის ცხოვრება […]