
2019 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე გაიმართება გასვლითი სკოლა თემაზე: „ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხები”.
სკოლას გაუძღვებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ლიონის ლუმიერის უნივერსიტეტის პროფესორები. იხილეთ განრიგი
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ფსიქოლოგიის მიმართულების მე-3 და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.
მონაწილეობის მსურველებმა 18 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია https://forms.gle/iioM4RLaMzuvfcMe8
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული (მოხსენებების ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)
გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]