16 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა, აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ სწავლა/სწავლების ინოვაციურ ხერხებს, რაც ხელს შეუწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებას. ილიაუნის […]
სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2019 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და ამისთვის საჭირო დაფინანსება უნივერსიტეტისგან მოიპოვონ. იმისთვის, რომ წარმოდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის საბჭომ განიხილოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში უნდა ხვდებოდეს: სეზონური გასვლითი საგანმანათლებლო-კულტურული ბანაკების/სკოლების ორგანიზება (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის); ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება […]