22-24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციასთან (International Association for Group Psychotherapy and Group Processes, IAGP) ერთად გამართავს კონფერენციას ჯგუფური ფსიქოთერაპიის შესახებ. კონფერენციის მომხსენებლები და თემატიკა: 22 იანვარი „ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის ისტორია და სამომავლო პერსპექტივები“ მომხსენებელი: რიჩარდ […]
23 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარი თემაზე: „ხე-ტყის კონსტრუქციების ხანძარმედეგი სისტემა (ხე-ტყისთვის ხანძრის მახასიათებელი თვისებები და ხე-ტყის ურთიერთკავშირი; ხე-ტყისა და მათი კავშირების რიცხვითი მოდელირება ხანძრის დროს)“. 25 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება სემინარი: „მცირე კონსტრუქციებისთვის პრობლემის გადაჭრის გზები ხანძრის შემთხვევაში. სწავლისა და სწავლების მეთოდები კონსტრუქციულ კურსებში“. მომხსენებლის შესახებ […]
23 იანვარს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. ინსტიტუტის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ათინათ მამაცაშვილი შეაჯამებს გასულ წლებში სორბონისა და ექსი-მარსელის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს და წაიკითხავს ლექციას თემაზე: ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ლექცია მიეძღვნება მწერლობის დაპირისპირებას ნაცისტურ […]
25 იანვარს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლასა და სტიპენდიებთან დაკავშირებით. ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების კონფერენციებსა და საზაფხულო კურსებზე გენტში, კორტრეიკსა და ოსტენდეში (ბელგია). დრო: 25 იანვარი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი, ილიას […]
25 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორ რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი" პრეზენტაცია. ნაშრომი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკითხებს მოიცავს. მასში განხილულია მითოლოგიური თემები და არქეტიპული ხატ-წარმოდგენები, რომლებიც დაკავშირებულია ძირეულ ფსიქოსოციალურ ფენომენთან. ავტორი ფსიქოლოგიური მეცნიერების ჭრილში განიხილავს იგავს ამურისა და ფსიქეას შესახებ. ასევე წარმოდგენილია დიონისეს, […]
25 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცხრე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
26 იანვარს, შაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტები შეხვდებიან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის გოგონათა სახელოსნოს პირველი კურსის სტუდენტებს. სტუმრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგენენ თეატრალიზებულ-შემეცნებით კომპოზიციას „შობა გათენებულა“. შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო სიმღერები და საგალობლები. დრო: 26 იანვარი,19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]