18 ივლისს, 19.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ახალგაზრდა კანადელი პიანისტის, რონი ბოისის კონცერტი. რონი ბოისი წარმოშობით ტორონტოდანაა. ის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და ლაურეატია, მათ შორის 2006 წლის ნიუ იორკის საფორტეპიანო კონკურსისა. პიანისტი აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს სლავური კლასიკური მუსიკა წარმოადგენს. დრო: 18 […]
21 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. ტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში ასროლით დასრულდება. ღონისძიებაზე დაუკრავენ […]