26 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე: ედუარდო მენდოსა და ბარსელონა – „საოცრებათა ქალაქი“. ესპანელი მწერლის რომანზე ისაუბრებენ მთარგმნელი ლანა კალანდია და ბელა წიფურია. შეხვედრაზე გაიმართება ედუარდო მენდოსას „საოცრებათა ქალაქის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2018). „საოცრებათა ქალაქი“ (1986) ცნობილი ესპანელი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის (2016), ედუარდო […]