10 ივლისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საკუთარ ლექსებს. დრო: 10 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
11 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2017 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. პასკალის პრემიის 2017 წლის ლაურეატები არიან: გიორგი გვალია, ლაშა სუხიშვილი და ლევან მუმლაძე. გიორგი გვალია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი სტატია: Vodka or Bourbon? Foreign Policy Preferences Toward Russia and the United […]