2018 წლის 14-25 მაისს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 204 აუდიტორიაში საერთაშორისო ექსპერტი დოქტორი იენს კიზელი ჩაატარებს ტრენინგს ჰიდროლოგიური მოდელირების შესახებ მდინარე წავკისისხევის მაგალითზე. კომპანია „Hydroc“ და აიპ „გარემო და განვითარება“ (ED) გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის“. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მდინარე წავკისისწყლის ჰიდროლოგიური […]
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. 14 და 17 მაისს Saatchi & […]
14 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება კომპანია “SPAR”-ის დასაქმების კონფერენცია. “SPAR” საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელია,რომელიც საქართველოს ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილია 102 მაღაზიით და წლის ბოლომდე კიდევ 50 მაღაზიის გახსნას გეგმავს. კომპანია “SPAR” სტუდენტებს სთავაზობს სწავლასთან შეთავსებული გრაფიკით მუშაობას, დაწინაურების შანსს, წვდომას კომპანიის გლობალურ ქეისებთან, საერთაშორისო დონის ტრენინგებს. ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციის მიღება […]
➤ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია. ქშწკგ პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდი http://society.iliauni.edu.ge/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. დრო: 21 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“; ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 ვრცელი ინფორმაცია […]
15 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პოეზია და გრძნობის ორგანოები“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: გრძნობის ორგანოთა კლასიფიკაცია, მხედველობის შეგრძნება და მეტაფორა, მხედველობა და თვითაღქმა, გემო და სახე-ხატი, ლექსთწყობა – მეტრი და წონასწორობის შეგრძნება, სმენის შეგრძნებიდან მეტყველების (სიტყვის) შეგრძნებამდე, ბგერა და ფიგურა, ქართული ხალხური პოეზიის რიტმიკა და ხალხური […]
15 მაისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ვიქტორ ეროფეევთან შეხვედრაზე. ავტორი თბილისს საქართველოს მწერალთა სახლის მოწვევით და ილიაუნის მხარდაჭერით თბილისის IV საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება. ვიქტორ ეროფეევის შესახებ რუსი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. 1992 წელს მიღებული აქვს ნაბოკოვის სახელობის პრემია. 2006 წელს გახდა […]
17 მაისს, 13:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ საკომუნიკაციო მეცნიერებათა დოქტორი დიანა რუბიო კალერო გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“. მომხსენებლის შესახებ დიანა რუბიო კალერო არის საკომუნიკაციო მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი, მაგისტრი ღონისძიების მოწყობასა და დაგეგმარებაში, მაგისტრი საკომუნიკაციო ინოვაციებში, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ კომუნიკაციაში. იგი 2017 წლის […]
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. Saatchi & Saatchi-ის კვირეულის ფარგლებშI მეორე […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ მახარობლიძე თანამშრომლობს სან ბერნანდინოს უნივერსიტეტის პროფესორთან ვენდი სმიტთან, რომელიც 17 მაისიდან 15 ივნისამდე E 201 აუდიტორიაში ხუთშაბათობით, 18.00 საათზე, ჩაატარებს ლექციებს ლინგვისტებისათვის:„კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 17, 24, 31 მაისი 7, 14 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E 201 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
17 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ავსტრიული PEN-კლუბის პრეზიდენტთან, ავსტრიელ პროზაიკოსსა და პოეტთან, ჰელმუტ ნიდერლესთან. მოდერატორი: პროფესორი მანანა პაიჭაძე სამუშაო ენები: გერმანული და ქართული დრო: 17 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი დასწრება თავისუფალია.
17 მაისს, 19:30 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ დებიუტანტი ავტორის ბესო პაპასქუას რომანის „ფოსტალიონი“ პრეზენტაციაზე. წიგნს ავტორი წარადგენს. ...დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ვინმე გეძებს. სხვა შემთხვევაში, ჯობია, თვითონვე მოიფიქრო უკან დასაბრუნებელი ორიგინალური მარშრუტი... შეიძლება ითქვას, რომ ბესო პაპასქუას „ფოსტალიონი“ ზღვიდან გამორიყული რომანია, რომელიც მოგვითხრობს ორ […]
18 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეერთე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]