24 და 26 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ლექციები თემაზე: „ფონოლოგიის პრინციპები და ოპტიმალობის თეორია“. ლექციებს გაუძღვება არისტოტელეს სახელობის სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინა ტოპინძი. მომხსენებელი ისაუბრებს ალან პრინცისა და პოლ სმოლენსკის მიერ შემუშავებული ოპტიმალობის თეორიის შესახებ, რომელსაც ფონოლოგიური ანალიზის სხვა მიდგომებისაგან ფონოლოგიური შემზღუდველების გამოყენება განასხვავებს. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 24, 26 […]
24 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ს.ს. გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის, თეო თავაძის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების ასპექტები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“. ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/XNFvoV დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება […]
24 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ღმერთები და ადამიანიები ჰომეროსთან“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: პოეზია და ფილოსოფია – ტროელები და აქაველები, ტროას ცხენი და თანამედროვე ინტელექტუალიზმი. დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო […]
25 და 26 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: შედეგები და გამკლავება. რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავი“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (თბილისი, კავშირი „საფარი“). კონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას […]
25 აპრილს, 16:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი შუქია აფრიდონიძე წაიკითხავს საჯარო მოხსენებას მხატვრული თარგმანის ენობრივ პრობლემატიკაზე. საკუთარი მთარგმნელობითი გამოცდილებიდან მომხსენებელი ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც თარგმნის პროცესში სხვადასხვა სისტემის ენათა შეხვედრისას იჩენს თავს როგორც ვერსიფიკაციული, ისე წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით: ფიქსირებული სიტყვათმახვილის უქონლობა ქართულში და მისი არსებობა სათარგმნ ენებში (ცოცხალ ინდოევროპულ ენათა უმეტესობა, […]
25 და 27 აპრილს პროფესორი პრანას ზუკასკასი (ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიტვა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციებს. პირველი ლექციის თემა: „უცხოური ბაზრის შერჩევის პრინციპები და სტრუქტურა“. მომხსნებელი ისაუბრებს უცხოური ბაზრის შერჩევი მაკრო, გარდამავალი და მიკროდონეების შესახებ. ასევე უცხოური ბაზრის გეოგრაფიულ, ფინანსურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ გარემოზე, ბაზრის ზომის შერჩევაზე. უცხოური ბაზრის კულტურულ გარემოსა და ბაზრის […]
26 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი რაბინი რეუვენ ფაიარსტონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საღვთო ავტორიტეტი და მასობრივი ძალადობა: წმიდა ომი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში“. რაბინი რეუვენ ფაიარსტონი ისაუბრებს იმ ძირითად იმპულსებზე, რომლებიც ასაზრდოებს ძალადობას მონოთეისტური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ტრადიციაში. მეცნიერი ასევე მიმოიხილავს თავის კვლევებს ამ მიმართულებით. მომხსენებლის შესახებ რეუვენ ფაიარსტონი […]
26 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „პოეზია“ გიწვევთ ერიკ ლის წიგნისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე. ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee, The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution), საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, საქართველოს განიხილავს, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში არჩევნების გზით […]
27 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთვრამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]