
24 და 26 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ლექციები თემაზე: „ფონოლოგიის პრინციპები და ოპტიმალობის თეორია“.
ლექციებს გაუძღვება არისტოტელეს სახელობის სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინა ტოპინძი.
მომხსენებელი ისაუბრებს ალან პრინცისა და პოლ სმოლენსკის მიერ შემუშავებული ოპტიმალობის თეორიის შესახებ, რომელსაც ფონოლოგიური ანალიზის სხვა მიდგომებისაგან ფონოლოგიური შემზღუდველების გამოყენება განასხვავებს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 24, 26 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]