ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 9 და 12 მაისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/registrationmasters რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას: რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს; როგორ უნდა დარეგისტრირდეთ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემა „ფორბსთან” ერთად აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - aBItour. თუ თვლი, რომ ხარ ინოვაციური და კრეატიული, შეგიძლია გამოწვევების მიღება, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების, ამასთან, წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებ, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა. რატომ? პროექტში მონაწილეობა […]
12 აპრილს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებს გააცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას, კერძოდ, მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კარიტასი მართავს მობილურ ჯგუფს, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს […]
12 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო პროგრამა, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის საუნივერსიტეტო ახალგაზრდული ცენტრი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოვლაბი“ სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართავენ დისკუსიას თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“. პროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტები საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული […]
12 აპრილს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაციაზე. წიგნს ავტორი, ნოდარ ლადარია, მწერალი ლაშა ბუღაძე და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარადგენენ. მოდერატორი: მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი „უსახელო და პირობით ქალაქში, რომელიც თავისი მცხოვრებლების წყალობით ძალიან ემსგავსება თბილისს, ერთმანეთს ხვდებიან ევდემონი და თეოფორა...“ – ასე იწყება სასაცილო […]
13 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C317 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ''Russian Worlds in Baltics: the Case of Russophone Communities in Estonia''. ლექციას წარუძღვება ტარტუს უნივერსიტეტის, იოჰან შუტეს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ცენტრის მოწვეული პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი. ლექცია შეეხება ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის […]
13 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთექვსმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]
14 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გეპატიჟებათ დისკუსიაზე: „სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში“. მომხსენებლები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ დისკუსიის მთავარ პრობლემას: რამდენად გააზრებული აქვს დღეს საზოგადოებას, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა ქართულის, როგორც ჩვენი სოციალური […]
15 აპრილს, 12:00 საათზე, ჩხოროწყუს კულტურის სახლში (დავით აღმაშენებლის N6) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან გამართავს შეხვედრას, გაესაუბრება პროფესიის არჩევაზე და საჯარო ლექციას წაუკითხავს თემაზე: „ვიკითხოთ და ვწეროთ წიგნები“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. მეორე ღია კარის დღე დაგეგმილია 15 აპრილს, 12:00 საათზე. პროგრამა 12:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს 12:40 – ყავის შესვენება 13:00 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა […]