
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 9 და 12 მაისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/registrationmasters
რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:
შეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.
საინფორმაციო შეხვედრების განრიგი
რეგისტრაციისას უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და ფაკულტეტი. პროგრამები ფაკულტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://bit.ly/masterprogramsisu
9 მაისი, B201 აუდიტორია
12 მაისი, B201 აუდიტორია
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საკონტაქტო ინფორმაცია
032 2 22 00 09 (352)
pr@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]