27 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „აზროვნების (პრომეთეს) გათავისუფლება“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ზევსი და პრომეთე, აზროვნების პრომეთეული და ეპიმეთეული საწყისები, სხეულისა და სულის ალეგორიები ძველ ბერძნულ მითოსში, პრომეთე და ექსკალიბურის ხმალი, პრომეთე და პეტრე მოციქულის დილეგიდან გათავისუფლება. დრო: 27 მარტი, […]
28 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დოქტორ მერსი ტემბონის, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, საჯარო ლექცია:„სრული პოტენციალის რეალიზება – 21-ე საუკუნის უნარები (”Unleashing Your Full Potential – Skills for the 21st Century”). ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა უპრეცედენტო ტემპით ვითარდება. ტექნოლოგიები და ინოვაციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამუშაო გარემოზე. ავტომატიზაციის […]
გინდა, აქციო ამაზონი შემოსავლის წყაროდ? გინდა, გაიგო, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ამაზონის პლატფორმა და როგორ შეგიძლია სრულად გამოიყენო მისი პოტენციალი? მაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო, პრაქტიკული რჩევებით გაჯერებულ და ინსპირაციულ შეხვედრაზე Amazon Export Hub- ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან, რომელიც მეწარმეობითა და სტარტაპსაქმიანობით დაინტერესებულებისთვის ისაუბრებს ამაზონზე, როგორც უნივერსალური გაყიდვების პლატფორმაზე, პროდუქტის […]
29- 30 მარტს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D406 აუდიტორიაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაიმართება იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და კავკასიის კვლევის დეპარტამენტის მკვლევრის, ფოლკლორისტის, დოქტორ ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექციები ეთნოლოგიური და ეთნომუსიკოლოგიური პრაქტიკული კვლევების შესახებ. დრო: 29 მარტი, 19:00 საათი თემა: „საველე კვლევის მეთოდიკა და ტექნიკა“ დრო: 30 მარტი, 19:00 საათი თემა: „ემპირიული მასალის […]
29 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით აკაკი ბაქრაძის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე. 29 მარტს ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 90 წელი შესრულდება. აკაკი ბაქრაძის შესახებ აკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში, 1953 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის […]
30 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას. ინიციატივები მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ღონისძიება წარიმართება დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული […]
31 მარტს, შაბათს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პირველკურსელ სტუდენტთა კონფერენცია „ჩემი ილია ჭავჭავაძე“. კონფერენცია ეწყობა პროფესორ მზაღო დოხტურიშვილის მიერ წაკითხული შესავალი კურსის „ტექსტი – სამყაროს შემეცნებისა და ასახვის უნივერსალური ფორმა“ ფარგლებში. დრო: 31 მარტი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
31 მარტს, 12:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (მეუნარგიას N6), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია და პროფესორი ემზარ ჯგერენაია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: არჩევანის ფილოსოფია და სოციოლოგია. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის […]