BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180327T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180327T190000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180323T104400Z
LAST-MODIFIED:20240202T054755Z
UID:10001934-1522177200-1522177200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„მითოსი-კულტი-პოეზია“ (II ლექცია)
DESCRIPTION:27 მარტს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „აზროვნების (პრომეთეს) გათავისუფლება“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ზევსი და პრომეთე\, აზროვნების პრომეთეული და ეპიმეთეული საწყისები\, სხეულისა და სულის ალეგორიები ძველ ბერძნულ მითოსში\, პრომეთე და ექსკალიბურის ხმალი\, პრომეთე და პეტრე მოციქულის დილეგიდან გათავისუფლება. \nდრო: 27 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-mithosi-kulti-poezia-ii-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44823.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180328T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180328T183000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180326T080715Z
LAST-MODIFIED:20240202T054753Z
UID:10001933-1522261800-1522261800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის\, მერსი ტემბონის\, საჯარო ლექცია
DESCRIPTION:28 მარტს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დოქტორ მერსი ტემბონის\, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის\, საჯარო ლექცია:„სრული პოტენციალის რეალიზება – 21-ე საუკუნის უნარები (”Unleashing Your Full Potential – Skills for the 21st Century”). \nბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა უპრეცედენტო ტემპით ვითარდება. ტექნოლოგიები და ინოვაციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამუშაო გარემოზე. ავტომატიზაციის გამო მომავალში შესაძლოა\, ბევრი პროფესია საერთოდ გაქრეს\, ამჟამად დასაქმებულ პირებს კი პროფესიის შეცვლა მოუწიოთ\, რადგან განსხვავებული უნარ-ჩვევები დასჭირდებათ. რა იქნება საჭირო მომავალში წარმატების მისაღწევად? \nლექციაზე განხილული იქნება მსოფლიო განვითარების 2018 წლის ანგარიშის ”Learning: To realize Education’s promise” ძირითადი მესიჯები დასაქმებასა და პროდუქტიულობასთან დაკავშირებით. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი მერსი ტემბონი 2015 წლის ოქტომბრიდან მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორია. იგი პასუხისმგებელია ეკომონიკურ რეფორმებთან დაკავშირებული დიალოგის წარმართვაზე\, მსოფლიო ბანკის სტრატეგიების განვითარებაზე თითოეული ქვეყნისთვის\, პროექტების პორტფოლიოსა და ტექნიკურ დახმარებაზე\, მუშაობს სამხრეთ კავკასიაში სამხრეთ კავკასიაში ეკომონიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის საკითხებზე პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებთან. დოქტორი ტემბონი მსოფლიო ბანკს 2000 წელს შეუერთდა განათლების სპეციალისტის სტატუსით და აქვს რიგ ქვეყნებში\, მათ შორის კონფლიქტურ ქვეყნებში\, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური განვითარების საკითხებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ახლანდელ თანამდებობამდე მ. ტემბონი იყო ბურუნდისა და ბურკინა ფასოს მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელი. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორია განათლების\, გენდერისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებზე; დოქტორი ტემბონი ფლობს განათლების ეკონომიკის დოქტორის ხარისხს ლონდონის უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს –ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის მმართველობის სკოლიდან. \nსამუშაო ენა: ინგლისური. (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 28 მარტი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/msophlio-bankis-samkhreth-kavkasiis-regionuli-direqtoris-mersi-tembonis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44891.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180328T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180328T200000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180320T074848Z
LAST-MODIFIED:20240202T054750Z
UID:10001932-1522267200-1522267200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა Amazon Export Hub- ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან
DESCRIPTION:გინდა\, აქციო ამაზონი შემოსავლის წყაროდ?\nგინდა\, გაიგო\, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ამაზონის პლატფორმა და როგორ შეგიძლია სრულად გამოიყენო მისი პოტენციალი?\n\nმაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო\, პრაქტიკული რჩევებით გაჯერებულ და ინსპირაციულ შეხვედრაზე Amazon Export Hub– ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან\, რომელიც მეწარმეობითა და სტარტაპსაქმიანობით დაინტერესებულებისთვის ისაუბრებს ამაზონზე\, როგორც უნივერსალური გაყიდვების პლატფორმაზე\, პროდუქტის წარმატებულად გაყიდვის შესაძლებლობებზე. \nშეხვედრაზე სპიკერი ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ რჩევებზე და ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე\, როგორებიცაა: \n\nამაზონზე პროდუქტის განთავსების კრიტერიუმები;\nნიშები\, რომელთა ათვისებაც შენს პროდუქტს უფრო გაყიდვადს გახდის;\nხშირად დაშვებული შეცდომები და როგორ არის შესაძლებელი მათი თავიდან არიდება;\nროგორ ეხმარება Amazon Export Hub-ის პლატფორმა მომხმარებლებს.\n\nგთხოვთ\, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა – https://goo.gl/forms/DeZQ74MKjFtWGhUD3 \nგელოდებით\, რომ შევხვდეთ ამაზონზე! \nდრო: 28 მარტი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-amazon-export-hub-is-damphudznebel-levan-molashvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44679.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180322T113236Z
LAST-MODIFIED:20240202T054746Z
UID:10001931-1522350000-1522350000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აკაკი ბაქრაძე – 90
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით აკაკი ბაქრაძის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე. 29 მარტს ცნობილი კრიტიკოსის\, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 90 წელი შესრულდება. \nაკაკი ბაქრაძის შესახებ \nაკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში\, 1953 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორად\, უფროს რედაქტორად\, შემდეგ – სასცენარო სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. იგი იყო საქართველოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დირექტორი (1973-1980 წწ.)\, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989 წწ.); პირველი წერილი (რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“\, 1954 წ.) გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკარში”. 1966 წელს გამოსცა პირველი წიგნები: „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“. წიგნში „მითოლოგიური ენგადი“ (1969 წ.) იგი ერთ-ერთი პირველი იკვლევდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს\, წიგნში „ილია ჭავჭავაძე“ (1984 წ.) ახალი კუთხით გააანალიზა დიდი მწერლისა და მოღვაწის შემოქმედების\, მსოფლმხედველობისა და ტრაგიკული აღსასრულის პრობლემები. აკაკი ბაქრაძის წერილებისათვის დამახასიათებელია პუბლიცისტური სიმძაფრე\, მწყობრი ლოგიკა\, უკომპრომისობა. მისი სხვა მნიშვნელოვანი წიგნებია: „სჯანი“\, „ფიქრი და განსჯა“\, „კრიტიკული გულანი“\, „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“\, „პილპილმოყრილი მადლი“\, „რწმენა“\, „მწერლობის მოთვინიერება“\, „ილია და აკაკი“\, „დაწუნებული გზა“. \n1989 წელს აკაკი ბაქრაძე აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად. იგი იყო სსრკ სახ. დეპუტატი\, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი\, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. \nაკაკი ბაქრაძის შესახებ ისაუბრებენ ილიაუნის პროფესორები –  ფილოლოგი დავით პაიჭაძე და მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akaki-baqradze-90/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44820.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180329T070016Z
LAST-MODIFIED:20240202T054742Z
UID:10001930-1522350000-1522350000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოლკლორისტ ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:29- 30 მარტს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D406 აუდიტორიაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაიმართება იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და კავკასიის კვლევის დეპარტამენტის მკვლევრის\, ფოლკლორისტის\, დოქტორ ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექციები ეთნოლოგიური და ეთნომუსიკოლოგიური პრაქტიკული კვლევების შესახებ. \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nთემა: „საველე კვლევის მეთოდიკა და ტექნიკა“ \nდრო: 30 მარტი\, 19:00 საათი \nთემა: „ემპირიული მასალის არქივირება და ხელმისაწვდომობა“ \nადგილმდებარეობა: D406 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pholklorist-elguja-dadunashvilis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44923.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180330T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180330T160000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180327T071432Z
LAST-MODIFIED:20240202T054737Z
UID:10001929-1522425600-1522425600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია
DESCRIPTION:30 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია\, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას. \nინიციატივები მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. \nღონისძიება წარიმართება დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები\, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები\, სტუდენტები და სხვა დაინტერსებული პირები. \nდრო: 30 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakonstitutsio-sasamarthlos-shesakheb-kanonmdeblobashi-shesatani-tsvlilebebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44903.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180331T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180331T100000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180323T081500Z
LAST-MODIFIED:20240202T054736Z
UID:10001928-1522490400-1522490400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „ჩემი ილია ჭავჭავაძე“
DESCRIPTION:31 მარტს\, შაბათს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პირველკურსელ სტუდენტთა კონფერენცია „ჩემი ილია ჭავჭავაძე“. კონფერენცია ეწყობა პროფესორ მზაღო დოხტურიშვილის მიერ წაკითხული შესავალი კურსის „ტექსტი – სამყაროს შემეცნებისა და ასახვის უნივერსალური ფორმა“ ფარგლებში. \nდრო: 31 მარტი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-chemi-ilia-tchavtchavadze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44822.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180331T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180331T120000
DTSTAMP:20260507T100734
CREATED:20180321T063314Z
LAST-MODIFIED:20240202T054733Z
UID:10001927-1522497600-1522497600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიგა ზედანიასა და ემზარ ჯგერენაიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ზუგდიდი\,  31 მარტი
DESCRIPTION:31 მარტს\, 12:00 საათზე\, ქალაქ ზუგდიდში\, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (მეუნარგიას N6)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია და პროფესორი ემზარ ჯგერენაია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: არჩევანის ფილოსოფია და სოციოლოგია. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. \nშეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nგიგა ზედანიას შესახებ \nგიგა ზედანია 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია; 2006 წლიდან დღემდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი\, ხოლო შემდეგ – სრული პროფესორი; სხვადასხვა დროს მას ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის\, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. იგი ფლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს. \nემზარ ჯგერენაიას შესახებ \nემზარ ჯგერენაია 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2000-2003 წლებში მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში\, რომელთა მიზანი იყო დოქტორანტებისათვის კვლევაში დახმარება და დოქტორანტებს შორის სამეცნიერო იდეების გაცვლა. 2002 წელს იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი. 2012–2015 წლებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევით პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“. \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა –ა ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh  \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!\n#მევირჩევილიაუნის \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge\n✉ pr@iliauni.edu.ge\n☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giga-zedaniasa-da-emzar-jgerenaias-shekhvedra-abiturientebthan-zugdidi-31-marti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44684.png
END:VEVENT
END:VCALENDAR