12 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითოლოგიური აღქმიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“. მომხსენებელი ისაუბრებს კოსმოლოგიის ბაზისურ კონცეფციასა და სამყაროს შემეცნების სხვადასხვა ეტაპზე: დაწყებული ინდური რიგვედას კოსმოლოგიიდან – XVII-XI სს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, შუა საუკუნეების კოსმოლოგიური ცოდნის გავლით – დამთავრებული თანამედროვე, XXI საუკუნის, კოსმოლოგიის ოქროს ხანით; იგი შეეხება კოსმოლოგიის […]
14 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში დანიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექტორის კატრინ ვოტსონის წაიკითხავს საჯარო ლექციას „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL) და ბილინგვური განათლება". მომხსენებელი ისაუბრებს ენისა და საგნის ინტეგრირებულ სწავლებასა და ბილინგვურ სწავლებაზე; ამ მიდგომით სწავლების საკუთარ გამოცდილებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი ყურადღება დაეთმობა CLIL სწავლებას დანიაში (როგორც სასკოლო, ასევე […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით მარტში, ტრადიციულად, ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა ისტორიული მიღწევებისა და მათი მნიშვნელობის წარმოჩენის, აგრეთვე, ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის მიზნით. ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში […]
14 მარტს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში დოქტორი ანდრეა ჰილგერი ( Andrea Andrea Hilger, German Historical Institute Moscow) და დოქტორი ჰაიქე ვინკელი (Heike Winkel, German War Graves Commission) გამართავენ კვლევისა და დოკუმენტაციის პროექტის – „დაკარგული სულების ძიება – „საბჭოთა და გერმანელი ომის ტყვეები და ინტერნირებული ადამიანები" – პრეზენტაციას. პროექტი დაიწყო 2016 წლის 22 […]
15 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში კომპანია „ოდისეა“ ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და შესთავაზებს ვაკანსიებს სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით. წიგნების სატელეფონო გაყიდვების კომპანია „ოდისეას“ წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას სამუშაო სპეციფიკის, ანაზღაურებისა და დაწინაურების პერსპექტივების შესახებ. დასწრება თავისუფალია დასაქმებით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/P3OFH7vx8tI969gj1 დრო: 15 მარტი, 15:00 საათი […]
15 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ლექციაზე „კაფკა და კაფკაესკი“. „კაფკაესკი“ (Kafkaesk, ან Kafkaesque) 1939 წელს გაჩენილი სიტყვაა, რომელსაც გერმანული ენის ერთი ცნობილი ლექსიკონი ასე განმარტავს: „გადმოცემის კაფკასეული სახეობა, უცნაურად შემზარავი, შემაშინებელი“. ლექციაზე საუბარი იქნება ფრანც კაფკას პოეტური სამყაროს ამ თავისებურ ხასიათზე. დრო: 15 მარტი, […]
16 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ცენტრალური კავკასიის მთიანეთის უძველესი მოსახლეობის ეთნოკულტურული ისტორიიდან". დრო: 16 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია
16 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთოთხმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]
17 მარტს, შაბათს, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში გაიმართება ზღაპრის დღე. ველით 7-დან 12 წლამდე ბავშვებს. თქვენს პატარებს 13:00-დან 14:30 საათამდე ვუმასპინძლებთ, წავუკითხავთ უილიამ ჯოისის წიგნს „მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“ და ვუჩვენებთ ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმს. აუცილებელია რეგისტრაცია. ამისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე tinatin.ghviniashvili.1@iliauni.edu.ge
17 მარტს, შაბათს, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში გაიმართება ზღაპრის დღე. ველით 7-დან 12 წლამდე ბავშვებს. თქვენს პატარებს 13:00-დან 14:30 საათამდე ვუმასპინძლებთ, წავუკითხავთ უილიამ ჯოისის წიგნს „მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“ და ვუჩვენებთ ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმს. აუცილებელია რეგისტრაცია. ამისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე tinatin.ghviniashvili.1@iliauni.edu.ge