BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180312T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180312T183000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180307T074159Z
LAST-MODIFIED:20240202T055016Z
UID:10001957-1520879400-1520879400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითოლოგიური აღქმიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“
DESCRIPTION:12 მარტს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითოლოგიური აღქმიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“. \nმომხსენებელი ისაუბრებს კოსმოლოგიის ბაზისურ კონცეფციასა და სამყაროს შემეცნების სხვადასხვა ეტაპზე: დაწყებული ინდური რიგვედას კოსმოლოგიიდან – XVII-XI სს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე\, შუა საუკუნეების კოსმოლოგიური ცოდნის გავლით – დამთავრებული თანამედროვე\, XXI საუკუნის\, კოსმოლოგიის ოქროს ხანით; იგი შეეხება კოსმოლოგიის როგორც ფიზიკურ (ფიზიკისა და ასტრონომიის ნაწილი)\, ასევე ფილოსოფიურ (კოსმოლოგიის ფილოსოფია) და რელიგიურ-მითოლოგიურ (ეზოთერულის ჩათვლით) ასპექტებს. \nლექციის დიდი ნაწილი დაეთმობა შეკითხვებს: \n\nროგორ შევისწავლით სამყაროს?\nრამდენად შორს შეგვიძლია გავიხედოთ მომავალსა და წარსულში?\nსად გადის ჩვენი შემეცნების ზღვარი?\n\nმომხსენებელი ასევე შეეხება დაკვირვებითი კოსმოლოგიის მოქმედ და სამომავლო მისიებს: PLANCK\, LISA\, LSST და სხვ. \nდრო: 12 მარტი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thinathin-kakhniashvilis-sajaro-leqtsia-rogor-shevimetsnebth-samqharos-mithologiuri-aghqmidan-thanamedrove-metsnierebamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44440.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180314T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180314T170000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180313T073606Z
LAST-MODIFIED:20240202T054856Z
UID:10001956-1521046800-1521046800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კატრინ ვოტსონის საჯარო ლექცია „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება და ბილინგვური განათლება"
DESCRIPTION:14 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში დანიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექტორის კატრინ ვოტსონის წაიკითხავს საჯარო ლექციას „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL) და ბილინგვური განათლება”. \nმომხსენებელი ისაუბრებს ენისა და საგნის ინტეგრირებულ სწავლებასა და ბილინგვურ სწავლებაზე; ამ მიდგომით სწავლების საკუთარ გამოცდილებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი ყურადღება დაეთმობა CLIL სწავლებას დანიაში (როგორც სასკოლო\, ასევე საუნივერსიტეტო მასწავლებლის განათლების დონეზე)\, რაც საკმაოდ ახალი ფენომენია. ასევე შეეხება ორენოვან სასწავლო გარემოს სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიაში (მომხსენებლის მშობლიური ქვეყანა). მოხსენებაში განხილული იქნება CLIL მიდგომით სწავლების უპირატესობები და ასევე ის დილემები\, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ამ მიდგომით სწავლებისას. \nმომხსენებლის შესახებ \nკატრინ ვოტსონი\, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექტორი\, დანიის სკოლების ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ავტორი\, ამავდროულად თანამშრომლობს დანიის განათლების სამინისტროსთან და ჩართულია სასკოლო ტესტების შემუშავებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/katrin-votsonis-sajaro-leqtsia-enisa-da-sagnis-integrirebuli-stsavleba-da-bilingvuri-ganathleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44514.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180314T190000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180307T081732Z
LAST-MODIFIED:20240202T054854Z
UID:10001955-1521054000-1521054000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა ისტორიის თვე –  ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) –  თანამშრომლობით მარტში\, ტრადიციულად\, ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. \nქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა ისტორიული მიღწევებისა და მათი მნიშვნელობის წარმოჩენის\, აგრეთვე\, ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის მიზნით. \nქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება ჩატარდება. \n\nქალთა ისტორიის თვის ღონისძიებათა განრიგი \n\n✔ კინოჩვენება და დისკუსია: ფილმი „სუფრაჟისტები“ \n14 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი” გაიმართება ფილმის „სუფრაჟისტები” კინოჩვენება და დისკუსია. \nფილმი მოგვითხრობს ფემინისტ ქალებზე\, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას. ისინი არ იყვნენ პრივილეგირებული კლასის წარმომადგენლები\, ქვეყანაში არსებულ  გენდერულ უთანასწორობასთან დასაპირისპირებლად მზად იყვნენ\, დაეკარგათ ყველაფერი: სამუშაო ადგილები\, სახლები\, შვილები და საკუთარი ცხოვრება. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე\, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდებოდა დიდ ბრიტანეთში. \nდრო: 14 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n✔ ჩვენება და დისკუსია: „მრავალფეროვნების სახეები“ \n16 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი” გაიმართება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის „მრავალფეროვნების სახეები“ ფარგლებში მომზადებული ორი ვიდეოს – „ჰურიე“ და „ნიგერიელი გოგო თბილისში“ – ჩვენება. დასასრულს გაიმართება დისკუსია ვიდეოს გმირების მონაწილეობით. \n„ჰურიე“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ვიდეოში იგი გვიამბობს საკუთარ გამოცდილებაზე – როგორი განწყობები არსებობს მუსლიმი გოგოს მიმართ\,  რომელიც საჯარო სივრცეში თავსაფარს ატარებს? როგორ უპირისპირებს ჰურიე მუსლიმების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს სამოქალაქო აქტივიზმსა და რელიგიურ პერსპექტივას? \n„ნიგერიელი გოგო თბილისში“ რასიზმის პრობლემას ეხება. ვიდეოს გმირი\, შარონი\, სტუდენტია. იგი ნიგერიიდან მედიცინის შესასწავლად ჩამოვიდა. შარონი საუბრობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე\, სექსუალურ შევიწროებასა და\, ამავდროულად\, დადებით შთაბეჭდილებებზე\, რომლებიც საქართველოსთან აკავშირებს. \nდრო: 16 მარტი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n✔ საჯარო ლექცია: „ვინ არის კატო მიქელაძე?“ \n19 მარტს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში” დირექტორი ნანა ფანცულაია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვინ არის კატო მიქელაძე?” \nკატო მიქელაძე ფემინისტი\, პუბლიცისტი და ქალის უფლებებისთვის მებრძოლი იყო\, რომელმაც ევროპაში განათლების მიღების შემდეგ საქართველოში ქალთა უფლებებისათვის დაიწყო ბრძოლა. მან 1917-1918  წლებში ჩამოაყლიბა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ და ორგანიზაცია „ქალთა ლიგა“\, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. \nლექცია შეეხება კატო მიქელაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს  ქალთა უხილავ ისტორიულ მიღწევებსა და მათი წარმოჩენის მნიშვნელობაზე\,  მიმოიხილავს ამ მიმართულებით ქალთა ფონდის საქმიანობას  საქართველოში\, მათ შორის – „კატო მიქელაძის სახელობის პრემიას\,“ რომელიც ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა და  ყოველწლიურად გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. \nდრო: 19 მარტი\, 16:30 საათი\nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია \n\n✔ საჯარო ლექცია: „გენდერის როლი სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ \n21 მარტს\, 19:00 საათზე\, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი\, ანა დოლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „გენდერის როლი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში”. \nგადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლეები უნდა გაემიჯნონ პერსონალურ გამოცდილებას\, შეხედულებებსა და მორალურ სტანდარტებს. ვინაიდან მოსამართლე ქალებსა და კაცებს სხვადასხვანაირი გამოცდილება აქვთ\, მათი სქესი\, ბუნებრივია\, გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე. თუმცა\, საქართველოში არათუ არ არსებობს ემპირიული კვლევები ამის შესახებ\, არამედ სამართალწარმოების გენდერულ განზომილებასაც ძნელად თუ აღიარებს ვინმე. \nმომხსენებლის შესახებ\nანა დოლიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ის მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ\, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. მოპოვებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში (აშშ). \nდრო: 21 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია \n\n✔ დებატები „გენდერული ნიშნით ძალადობა –  გამოძიება\, სამართალწარმოება და მსხვერპლთა დაცვა“ \n23 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის\, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ დებატებს თემაზე „გენდერული ნიშნით ძალადობა – გამოძიება\, სამართალწარმოება და მსხვერპლთა დაცვა”. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა შემოდგომის სემესტრიდან გეგმავს ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის კლინიკის ამუშავებას. კლინიკის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია\, რომელთანაც უნივერსიტეტმა უკვე წარმატებულად ითანამშრომლა სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტის\, დეა გოშხეთელიანის საქმეზე. გენდერული ნიშნით ძალადობა დისკრიმინაციის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა\, დებატების მთავარი თემა იქნება გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზები\, აგრეთვე  მსხვერპლთა დაცვის გარანტიები და სერვისები\, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. \nდრო: 23 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n✔ პანელური დისკუსია: თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის \n29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის”. \nმომხსენებლები: ლია ჩარექიშვილი –  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი; ნათია კაციტაძე –  ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი. \nმოდერატორი: გვანცა ხონელიძე –  საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი\, „ქალთა მზერის“ დამფუძნებელი. \nსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით\, 2014 წლის მეორე კვარტალში  დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 864.4 ლარს შეადგენს\, დასაქმებული კაცის საშუალო ხელფასი 1051.4 ლარია\, ხოლო ქალის –  640.2 ლარი\, ანუ\, კაცის საშუალო ხელფასის დონე 411.2 ლარით\, ანუ 1.64-ჯერ აღემატება ქალის საშუალო ხელფასის მაჩვენებელს. ამასთან\, საქმიანობის იმ სფეროებშიც კი\, სადაც ქალები პროცენტულად ჭარბობენ კაცებს\, კაცების ხელფასი ქალებისას მნიშვნელოვნად აღემატება. მაგალითად\, განათლების სფეროში დასაქმებულთა დაახლოებით 70% ქალია\, ქალის საშუალო ხელფასი კი შეადგენს 381\,9 ლარს\, მაშინ\, როცა კაცების ხელფასი 484\,1 ლარია. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ ამ სტატისტიკური მონაცემების მიზეზებზე\, სამართლებრივ ასპექტებსა და მათი წარმოების მნიშვნელობაზე. \nდრო:29  მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია \n2018 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-istoriis-thve-iliaunis-samarthlis-skolis-adamianis-uphlebatha-mimarthuleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44451.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180314T190000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180311T082100Z
LAST-MODIFIED:20240202T054849Z
UID:10001953-1521054000-1521054000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „საბჭოთა და გერმანელი ომის ტყვეები და ინტერნირებული ადამიანები" პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 მარტს\, 19 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში დოქტორი ანდრეა ჰილგერი ( Andrea Andrea Hilger\, German Historical Institute Moscow) და დოქტორი ჰაიქე ვინკელი (Heike Winkel\, German War Graves Commission) გამართავენ კვლევისა და დოკუმენტაციის პროექტის  – „დაკარგული სულების ძიება –  „საბჭოთა და გერმანელი ომის ტყვეები და ინტერნირებული ადამიანები” – პრეზენტაციას. \nპროექტი დაიწყო 2016 წლის 22 მარტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და სერგეი ლავროვის მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე. პროექტის მიზანია\, გადაწყვიტოს საბჭოთა და გერმანელი მეორე მსოფლიოს ომის ტყვეებისა და ინტერნირებული ადამიანების ბედი. პროექტის ფარგლებში ყველა საარქივო მასალა\, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ამ ადამიანების ბედზე\, გადაისინჯება\, გადაიყვანენ ციფრულ ფორმატში და განთავსდება საინფორმაციო ბაზაში\, შემდგომ კი ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის. \nშემდეგ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) გამართავს თავისი კვლევის – ომის ტყვეები საქართველოში და საქართველოდან – პრეზენტაციას. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 19:00-20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-sabtchotha-da-germaneli-omis-tqhveebi-da-internirebuli-adamianebi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44438.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180315T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180315T150000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180314T061505Z
LAST-MODIFIED:20240202T054845Z
UID:10001952-1521126000-1521126000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომპანია „ოდისეას“ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტური დასაქმების შესახებ
DESCRIPTION:15 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში კომპანია „ოდისეა“ ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და შესთავაზებს ვაკანსიებს სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით. \nწიგნების სატელეფონო გაყიდვების კომპანია „ოდისეას“ წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას სამუშაო სპეციფიკის\, ანაზღაურებისა და დაწინაურების პერსპექტივების შესახებ. \nდასწრება თავისუფალია დასაქმებით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის. \nდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/P3OFH7vx8tI969gj1 \nდრო: 15 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kompania-odiseas-sainphormatsio-shekhvedra-studenturi-dasaqmebis-shesakheb-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44515.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180315T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180315T190000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180305T081453Z
LAST-MODIFIED:20240202T054844Z
UID:10001951-1521140400-1521140400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია „კაფკა და კაფკაესკი“
DESCRIPTION:15 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ლექციაზე „კაფკა და კაფკაესკი“. \n„კაფკაესკი“ (Kafkaesk\, ან Kafkaesque) 1939 წელს გაჩენილი სიტყვაა\, რომელსაც გერმანული ენის ერთი ცნობილი ლექსიკონი ასე განმარტავს: „გადმოცემის კაფკასეული სახეობა\, უცნაურად შემზარავი\, შემაშინებელი“. ლექციაზე საუბარი იქნება ფრანც კაფკას პოეტური სამყაროს ამ თავისებურ ხასიათზე. \nდრო: 15 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-giorgi-maisuradzis-sajaro-leqtsia-kaphka-da-kaphkaeski/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44399.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180316T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180316T170000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180312T123804Z
LAST-MODIFIED:20240202T054841Z
UID:10001950-1521219600-1521219600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაატა ბუხრაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:16 მარტს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო  ლექციას თემაზე: „ცენტრალური კავკასიის მთიანეთის უძველესი მოსახლეობის ეთნოკულტურული ისტორიიდან”. \nდრო: 16 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა:  E207  აუდიტორია (ქ.  ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-paata-bukhrashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44480.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180316T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180316T190000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180315T124700Z
LAST-MODIFIED:20240202T054839Z
UID:10001949-1521226800-1521226800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მეთოთხმეტე ქება
DESCRIPTION:16 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთოთხმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 16 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-methothkhmete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44407.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180317T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180317T130000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180315T080105Z
LAST-MODIFIED:20240202T054832Z
UID:10001947-1521291600-1521291600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზღაპრის დღე „ლიგამუსში“
DESCRIPTION:17 მარტს\, შაბათს\, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში გაიმართება ზღაპრის დღე. \nველით 7-დან 12 წლამდე ბავშვებს. \nთქვენს პატარებს 13:00-დან 14:30 საათამდე ვუმასპინძლებთ\, წავუკითხავთ უილიამ ჯოისის წიგნს „მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“ და ვუჩვენებთ ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმს. \nაუცილებელია რეგისტრაცია. ამისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე tinatin.ghviniashvili.1@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zghapris-dghe-ligamusshi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44539.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180317T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180317T130000
DTSTAMP:20260507T102046
CREATED:20180315T080105Z
LAST-MODIFIED:20240202T054834Z
UID:10001948-1521291600-1521291600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზღაპრის დღე „ლიგამუსში“
DESCRIPTION:17 მარტს\, შაბათს\, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში გაიმართება ზღაპრის დღე. \nველით 7-დან 12 წლამდე ბავშვებს. \nთქვენს პატარებს 13:00-დან 14:30 საათამდე ვუმასპინძლებთ\, წავუკითხავთ უილიამ ჯოისის წიგნს „მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“ და ვუჩვენებთ ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმს. \nაუცილებელია რეგისტრაცია. ამისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე tinatin.ghviniashvili.1@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zghapris-dghe-ligamusshi-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44539.png
END:VEVENT
END:VCALENDAR