22 იანვარს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ბოლონიიის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი ირინა მარკეზინი წაიკითხავს ლექციას: „ხარ თუ არა უკვდავი? უმბერტო ეკო და სხვები კითხვის შესახებ“ იტალიელი მწერლისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, უმბერტო ეკოს თანახმად: „70 წლის ასაკისთვის მათ, ვინც წიგნებს არ კითხულობდა, მხოლოდ ერთი ცხოვრება ექნებათ გავლილი – საკუთარი! მათ კი, ვინც […]
23 იანვარს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს ლექციათა ციკლს. ციკლის – „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში “ – პირველი შეხვედრის თემაა „საქართველო – იდეა და რეალობა, სული და სხეული“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლუარსაბ თათქარიძე და ფეოდალიზმის კრახი, ილია ჭავჭავაძე, როგორც ახალი საზოგადოებრივი სისტემების პროექტის ავტორი, […]
25 იანვარს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში" გაიმართება შოუ ბაბუხადიას სადებიუტო რომანის „ბაყაყები" პრეზენტაცია. წიგნის შესახებ ისაუბრებენ: ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ლობჟანიძე და ქეთი ქურდოვანიძე. ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევისა და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი უხსოვარი დროიდან აწვალებს. ხშირად ამას განაპირობებს შინაგანი პრობლემები, ხშირად კი – გარემო, რომელშიც ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრება უხდება. […]
26 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეათე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]