
23 იანვარს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს ლექციათა ციკლს. ციკლის – „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში “ – პირველი შეხვედრის თემაა „საქართველო – იდეა და რეალობა, სული და სხეული“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლუარსაბ თათქარიძე და ფეოდალიზმის კრახი, ილია ჭავჭავაძე, როგორც ახალი საზოგადოებრივი სისტემების პროექტის ავტორი, კულტურული, პოლიტიკური და სამეურნეო საქმიანობების თავისებურებანი საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი (1918-1921).
დრო: 23 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]