19 და 21 იანვარს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს. „დანიმ ჩიტი დაიჭირა“ სპექტაკლის განახლებული პრემიერაა. მაია ჩართოლანმა ეს კომედია 2013 წელს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგა. სპექტაკლში ამავე თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც ამჯერად სპექტაკლს ილიაუნის თეატრის მაყურებლისთვის განაახლებენ. სპექტაკლის მხატვარია ქეთი თოდაძე, ქორეოგრაფი – ანანო სამსონაძე, მუსიკალური გამფორმებელი – […]
17 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ბერილ ოქაქლის საჯარო ლექცია: „სამთო მრეწველობასთან დაკავშირებული კონფლიქტები ყირგიზეთში: ურთიერთდაკავშირებულ ეკოლოგიურ-ინდუსტრიულ ტრანზაქციათა თავისებურებები და მათი როლი ინსტიტუციების, როგორც საერთო ფასეულობათა, ჩამოყალიბებაში“. მთელ მსოფლიოში სამთო მრეწველობასთან დაკავშირებული კონფლიქტების ზრდასთან ერთად მრეწველობაში მაბალანსებელი ფაქტორების შემსწავლელ სწავლულთა რიცხვიც იზრდება. თუმცა ინტეგრაციული, სოციალურ-ეკონომიკური სისტემური მიდგომა არასაკმარისია. კვლევის მიზანია, […]
Dr Tobias Zingg: Nordita (Nordic Institute for Theoretical Physics), Stockholm, Sweden "Towards a New Correspondence between Strongly Correlated Quantum Systems". 18 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ჩრდილოეთ ევროპის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (Nordita, სტოკჰოლმი, შვედეთი) დოქტორი ტობიას ცინგი გამართავს სემინარს თემაზე: „ახალი თანაფარდობები ძლიერად კორელირებულ კვანტურ სისტემებში“. სემინარზე განხილული იქნება იდეები, რომლებიც საფუძვლად […]
Dr Tobias Zingg: Nordita (Nordic Institute for Theoretical Physics), Stockholm, Sweden "Towards a New Quantum Correspondence". 20 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩრდილოეთ ევროპის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (სტოკჰოლმი, შვედეთი) დოქტორი ტობიას ცინგი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ახალი კვანტური თანაფარდობებისაკენ“ (Towards a New Quantum Correspondence). ლექციის მიზანია თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი მიმართულების წარმოჩენა. მეცნიერის […]