Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დოქტორ ტობიას ცინგის საჯარო ლექცია: „ახალი კვანტური თანაფარდობებისაკენ“

იანვარი 20, 2018 / 15:00

Dr Tobias Zingg:

Nordita (Nordic Institute for Theoretical Physics), Stockholm, Sweden

Towards a New Quantum Correspondence“.

20 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩრდილოეთ ევროპის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (სტოკჰოლმი, შვედეთი) დოქტორი ტობიას ცინგი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ახალი კვანტური თანაფარდობებისაკენ“ (Towards a New Quantum Correspondence).

ლექციის მიზანია თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი მიმართულების წარმოჩენა. მეცნიერის კვლევის საგანია ძლიერად კორელირებად კვანტურ სისტემებსა და გრავიტაციას შორის ანალოგიის გავლება. მომხსენებელი ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება შავი ხვრელების ფიზიკისა და კონდენსირებული გარემოს ფიზიკის მეთოდების დაკავშირება.

განხილული იქნება იდეები, რომლებიც საფუძვლად უდევს ე.წ. ყალიბურ/გრავიტაციულ დუალიზმსა და ანალოგურ გრავიტაციას. საუბარი ასევე შეეხება, როგორ შეიძლება გრავიტაციის დამხმარე რგოლად გამოყენება იმისათვის, რომ ძლიერად კორელირებად კვანტურ სისტემებში ჩატარდეს გამოთვლები.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო:  20 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 20, 2018
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: