13-19 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში. კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. 2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. 13-19 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, […]
13 ნოემბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ საბაკალავრო კურსის – „მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ" – ფარგლებში გაიმართება ფსიქოთერაპევტ ლევან შატბერაშვილის საჯარო ლექცია: „მეტაფორები ფსიქოთერაპიაში“ დრო: 13 ნოემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი დასწრება თავისუფალია.
13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება სტარტაპ პანელი, რომელზეც მოწვეულები იქნებიან წარმატებული სტარტაპები: Vrex, Wifisher, Cnick, Pawwwn. ღონისძიება გაიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით. შეხვედრაზე თქვენ გაიგებთ, თუ რატომ უნდა შექმნათ საკუთარი სტარტაპი დღეს და არ გადადოთ მომავლისთვის. თუ როგორ შეგიძლიათ, იყოთ ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელები თავად და აკეთოთ […]
14 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავერსის კლინიკის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი, ექიმი-ანესთეზიოლოგი გოჩა გორგოძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „ტკივილი და ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები“. დრო: 14 ნოემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
14 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სოციალური იმპულსები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ილია ჭავჭავაძის პოეტიკა, ლექსი როგორც პოლემიკის ინსტრუმენტი, ილიას „გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“, პოეტის ახლებური გააზრება – ილია და აკაკი. დრო: 14 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. […]
15 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართება სტარტაპ მარკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილი სხვადასხვა სტარტაპი: Fully • ფული Fully • ფული წარმოადგენს ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულეების ბრენდს. Fully • ფულის საფულე არის ნივთი, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამოგარჩევთ, რადგან ის ხელნაკეთია […]
15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – სანდრო ასათიანი, გიორგი ისაკაძე, კახა მაღრაძე, ნინო პატარაია, გიორგი პაპავა, ნინო სუბელიანი, გიორგი ქადაგიძე და ნატალია შელეგია – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე. განრიგი 18:30-18:40 – გახსნა 18:40-19:10 – გიორგი ქადაგიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა თემა: „ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოში“ 19:10-19:40 […]
15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მთარგმნელ მაია ბადრიძესთან შეხვედრაზე, რომელიც ვ. გ. ზებალდის რომანის „ემიგრანტები“ შესახებ ისაუბრებს. რომანი მაია ბადრიძემ თარგმნა და „დიოგენემ“ გამოსცა. „შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? – ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ.ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. […]
16 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა ლიტერატურაში“. შეხვედრა გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PİTA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდ ALPE-სა და […]
16 ნოემბერს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება გამომცემლობა „რემედას“ მიერ გამოცემული ალექსანდრ ეტკინდის წიგნის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად წიგნის ავტორი. ისტორიკოსი და კულტურის მეცნიერი ალექსანდრ ეტკინდი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიურ ბესტსელერებად ქცეული წიგნების „შეუძლებლის ეროსის“ და „შინაგანი კოლონიალიზაციის“ ავტორია. […]
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ „ზუმაუთის“ ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მეწარმე ქალებთან. ნინო ზამბახიძე, ბაია აბულაძე, ელენე ბერიძე და მედი ტლაშაძე, ტუსა ღარიბაშვილი და ქეთა ბეჟიტაშვილი დრო: 16 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, Forbes-ის აუდიტორია (405) დასწრება თავისუფალია.
17 ნოემბერს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბექა მინდიაშვილი ლექცია თემაზე: „რეალობის აღქმა სახარების პერსპექტივაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ძალაუფლება, რწმენა, სიმდიდრე, ხსნა, წარმატება სახარების პერსპექტივაში და მისი კავშირი ლიბერალიზმთან. დრო: 17 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეოთხე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]
18 ნოემბერს, 17:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი – წარმოგიდგენთ ღონისძიებას „თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია“. შეხვედრაზე ეპოქის ჭრილში განიხილება სოსო წერეთელისა და მისი მეგობრების მისწრაფება, ყოფილიყვნენ თავისუფალნი და თავი დაეღწიათ საბჭოთა რეჟიმისგან. გაიმართება მსჯელობა, რამდენად ამართლებს ეს მისწრაფება 1983 წლის 18 ნოემბერს მომხდარ […]