
14 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სოციალური იმპულსები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ილია ჭავჭავაძის პოეტიკა, ლექსი როგორც პოლემიკის ინსტრუმენტი, ილიას „გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“, პოეტის ახლებური გააზრება – ილია და აკაკი.
დრო: 14 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]