9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ გამართავს დასაქმებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრას. სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები და გაყიდვების მიმართულების სპეციალისტები სტუდენტებს გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას სააგეტო ქსელში, სადაზღვევო აგენტის/პრომო აგენტის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე, ასევე სამუშაო საათებზე, […]
9 ოქტომბერს, 20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის ეგიდით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სამედიცინო ბაზარი: ინფორმაცია და სტიმულები". ჯანდაცვის სექტორი, როგორც ეკონომიკის დარგი, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდება. ეს სპეციფიკა ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს განაპირობებს. თუმცა საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ჯანდაცვის ეკონომიკა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრისაგან. ცნობილი […]
10 ოქტომბერს, 17:00 სთ.-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტებისათვის გამართავენ შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებს 2018-2019 სასწავლო წლისთვის. გერმანული ენის კურსი: საზაფხულო ენის კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში; საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2017 სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისთვის; საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2017; 01.02.,01.05. 2018 სამაგისტრო სტიპენდიები: სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის; საბუთების […]
11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ზურაბ სილაგაძის (ბუდკერის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საჯარო ლექციაზე. თემა: „რადიალური აჩქარების თანაფარდობა და დისიპაციური ფარული მატერია“. დაკვირვებები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ნივთიერებები, ბარიონები, გავლენას ახდენს ბნელი მატერიის სტრუქტურულ თვისებებზე გალაქტიკაში. ამის ერთ-ერთი გამოვლენაა რადიალური აჩქარების თანაფარდობა, რაც არის […]
11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მარსელ პრუსტის 7 რომანისგან შემდგარი ციკლის „დაკარგული დროის ძიებაში“ პირველი წიგნის „სვანის მხარეს“ პრეზენტაციაზე. მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა […]
12-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თემაა „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მომხსენებლები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. კონფერენცია მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ავსტრიული კულტურის ცენტრის ერთობლივი […]
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შეხვედრაზე მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს. კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა […]
13 ოქტომბერს, პარასკევს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“. პროფესორი ფრანც რაუხი ამჟამად ხელმძღვანელობს სკოლის განვითარების ინსტიტუტს კლაგენფურტის უნივერსიტეტში (ავსტრია). მას აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც მკვლევარი ინგლისისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. პროფესორი […]
13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ მუშაობს პროპაგანდა“. განხილული იქნება პროპგანდის მუშაობის ძირითადი პრინციპები, რა უმყარებს საფუძველს პროპაგანდას და როგორ ამოვიცნოთ იგი. დრო: 13 ოქტომბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
13 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ თანამედროვე შვეიცარიელ მწერლებს უმასპინძლებს. ანეტე ლორი და ბარბარა შიბლი, რომლებიც ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში, წაიკითხავენ ნაწყვეტებს თავიანთი რომანებიდან და ისაუბრებენ ერთმანეთის შემოქმედებასა და თანამედროვე შვეიცარიული ლიტერატურის აქტუალურ ტენდენციებზე, მათ შორის, ქალის თემაზე. ღონისძიება ეწყობა ილიაუნიში მიმდინარე ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, რომლის თემაა „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები […]