Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია: „სამედიცინო ბაზარი: ინფორმაცია და სტიმულები“

ოქტომბერი 9, 2017 / 20:00

9 ოქტომბერს, 20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის ეგიდით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სამედიცინო ბაზარი: ინფორმაცია და სტიმულები”.

ჯანდაცვის სექტორი, როგორც ეკონომიკის დარგი, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდება. ეს სპეციფიკა ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს განაპირობებს. თუმცა საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ჯანდაცვის ეკონომიკა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრისაგან.

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, უილიამ ჰსიაოს მიხედვით, ჯანდაცვა წარმოადგენს „ანორმალურ, პათოლოგიურ ეკონომიკას“ (Abnormal economics), ანუ „ეკონომიკას, რომლის საბაზრო ძალების გავლენა სერვისების მოცულობაზე, მათ ფასსა და ხარისხზე არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრებისგან“ (Hsiao, 1995). სამედიცინო ბაზრის ასეთი განსხვავება ჩვეულებრივ ბაზარზე მოქმედი ანალოგიური ურთიერთობებისაგან განპირობებულია სამედიცინო მომსახურების სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით.

საჯარო ლექციაზე განხილული იქნება განსხვავებაა სამედიცინო ბაზარსა და ჩვეულებრივ ბაზარს შორის და რით არის განპირობებული ეს განსხვავება.

დრო: 9 ოქტომბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო ლექციის ვიდეოჩანაწერის ბმული.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 9, 2017
Time:
20:00
Event Category:
Event Tags: