8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აკადემიური ჟურნალის - „ისტორიის რეკონსტრუქციები“ - მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალში შესული სტატიების ავტორები თავად წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს; პრეზენტაციაზე განხილული იქნება სარედაქციო ჯგუფის სამომავლო გეგმებიც. ჟურნალში შესულია შემდეგი სტატიები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ავთანდილ ჯოხაძე: „XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული სახელმწიფო“; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები, მარიამ […]
10 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი, დავით მალაზონია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინტერკულტურული განათლება“. შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა დაინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდთან ALPE და ილიას […]
10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ავსტრიელი სტუმრის, ვერენა შპალტის ლექციაზე: Aspekte eines 'weiblichen' Schreibens bei Elfriede Jelinek („ქალური წერის“ ასპექტები ელფრიდე იელინეკის შემოქმედებაში). ელფრიდე იელინეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი და სკანდალური ავსტრიელი ავტორია. რომანებით „საყვარლები“ (1975) და „პიანისტი ქალი“ (1983) მან ავსტრიაში დაიმკვიდრა სამშობლოს შეურაცხმყოფელის (გერმ. Nestbeschmutzerin) […]
ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (Fablab Iliauni) და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია ედუბოტის (EduBot) ორგანიზებით, 19-21 მაისს ტარდება მეიქათონი - ,,სმარტ რობოტები” პროექტის მონაწილე გუნდები ერთმანეთს ჭკვიანი რობოტების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრებიან, შემდეგ კი ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მენტორობით, ჭკვიან რობოტს შექმნიან. მონაწილეები იქნებიან უზრუნველყოფილნი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობებით, რაც დაეხმარებათ მათი რობოტის […]
15-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტემპუსის პროექტის (EANET - Entrepreneur Alumni Network) ფარგლებში, ტექნოპარკში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით Next Step in Building a Sustainable Enterpreneurial Ecosystem. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, ჰოლანდია, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო) 15 უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია ქვეყანაში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემის გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების […]
12 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გიწვევთ შეხვედრაზე ავსტრიელ მხატვართან, იუტა ბრუნშტაინერთან. მხატვარი წარმოადგენს საკუთარ ნამუშევრებს და ისაუბრებს თავისი შემოქმედების მთავარ თემაზე: „ბუნება და გარემო“. შეხვედრის ენა: გერმანული, ინგლისური დრო: 12 მაისს, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.