18 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე არაბ მკვლევართან, ზაფარ-ულ ისლამთან. შეხვედრის თემაა: არაბეთის საფრთხის ქვეშ მყოფი ბუნება - ხანგრძლივი კონსერვაციის მცდელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. მომხსენებლის შესახებ ზაფარ-ულ ისლამი გასული წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. ამავე დროს, იგი საუდის არაბეთის ეროვნულ ველური ბუნების საკვლევ ცენტრში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების (არაბული ანტილოპა, […]
18 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელიაგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეხუთე ლექციის თემაა: „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“. ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი მოწვეულ სტუმართან, ნიცშეს მთაგმნელთან, გიორგი მესხთან, ერთად ისაუბრებს თემაზე: ნიცშე და ვაგნერი. დრო: 18 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. […]
19 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ტუტორიუმის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში, 2015-2016 აკადემიურ წელს ჩართულ ტუტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „Alpe“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ახორციელებს შემდეგ პროექტებს: „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PİTA)“ - საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), აშშ-ის […]
19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პოეტ პაატა შამუგიასთან. სტუმარი ირაკლი სამსონაძის მოთხრობის - „ქელეხი ქარში“ - შესახებ ისაუბრებს. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. ძალზე ნაცნობი ტოპოსი – ქუთაისი; ავტონომიური ლოკალი – რესტორანი; დრო – 1988 წლის 13 აპრილი. დიმიტრი კ...ძე, იგივე ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. […]
20-21 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია - „თავისუფლება და რელიგია გერმანიასა და საქართველოში“. კონფერენციის განრიგი ხუთშაბათი, 20 აპრილი რეფორმაციის ევროპული განზომილება 09:30 რეგისტრაცია (მისალმება ყავით) მოდერატორი: პროფ. თამარ ცოფურაშვილი 10:00 „თავისუფლება და რელიგია“ - მისალმება პეტერ-ანდრეას ბოხმანი ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი პროფ. გიგა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ ცერნის CMS ექსპერიმენტის ვირტუალურ ტურში. CMS ექსპერიმენტი ერთ-ერთია დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამი უდიდესი ექსპერიმენტიდან. ვირტუალური ტურის შემდეგ CMS-ის გვირაბი რამდენიმე თვით ჩაიკეტება. იხილეთ ვირტუალური ტურის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია
21 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: UK-Georgia - 25 Years of Diplomatic Relations. მომხსენებლის შესახებ ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას 2016 წლის აგვისტოდან ასრულებს. 2011 წლიდან 2015 წლამდე ჯასტინ მაკენზი სმიტი მექსიკაში […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ ცერნის CMS ექსპერიმენტის ვირტუალურ ტურში. CMS ექსპერიმენტი ერთ-ერთია დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამი უდიდესი ექსპერიმენტიდან. ვირტუალური ტურის შემდეგ CMS-ის გვირაბი რამდენიმე თვით ჩაიკეტება. ტურს გაუძღვება ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე, ლექსო მესტვირიშვილი (აიოვას უნივერსიტეტი). სამუშაო ენა: ქართული დრო: 21 აპრილი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: G […]
21 აპრილს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ტყის ეკოლოგიის, მეტყევეობისა და სილვიკულტურის დარგებში მონტანის უნვერსიტეტის პროფესორთან, ენდრიუ ლარსონთან. შეხვედრის თემა: „ჩრდილოეთი ამერიკის ნემორალურ-ბორეალური ტყეები“ ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებს ახასიათებს თავისებური დინამიკა, რაც ბუნებრივ, რეგულარულ ხანძრებს უკავშირდება. პროფესორი ენდრიუ ლარსონი ტყეებში ბუნებრივ ხანძრებს იკვლევს და კარგად იცნობს ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებს. […]