10 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქველმოქმედო ფონდის, iGeneration-ის, წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ ფონდის საგრანტო კონკურსის პირობებს. საქველმოქმედო ფონდი iGeneration სრულად აფინანსებს საბაკალავრო პროგრამას ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია). სრული დაფინანსება 4 წლის განმავლობაში ლიმერიკის უნივერსიტეტში მოიცავს: სწავლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელს, დაზღვევას, ავიაბილეთებს ა.შ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საბაკალავრო […]
10-13 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით, საჯარო ლექციათა ციკლს წაიკითხავს ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი, შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგე, ტიციანა სუარეზ-ნანი. განრიგი დრო: 10 აპრილი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) თემა: „დრო შუა საუკუნეების ფილოსოფიაში“ (ავგუსტინე, თომა აქვინელი, დიტრიხ ფრაიბერგელი, უილიამ ოკამი) დრო: 11 აპრილი, […]
10 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა შვედეთის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოში შვედეთის ელჩის მეორე მოადგილე, ლინ ნეთელვიკი (Linn Nettelvik) და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთში, ნათია ლორთქიფანიძე. შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და დაფინანსების მიღების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის დრო: […]
11 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეოთხე ლექციის თემაა: „პოეზია და ფერწერა“. ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: დანტე და რენესანსი; სანტა მარია დელ ფიორე და მისი სამრეკლო; ჯოტო, პიზანო, […]
12 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება კომპანია „Cushman & Wakefield Georgia“-ს საინფორმაციო შეხვედრა. „Cushman & Wakefield Georgia“-ს წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ კომპანიის საქმიანობას და კომპანიაში მიმდინარე სტაჟირების პროგრამას. კომპანიის შესახებ „Cushman & Wakefield Georgia“ უძრავი ქონების მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის, ალიანს-პარტნიორია საქართველოში. „Cushman & Wakefield Georgia“ უზრუნველყოფს […]
12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ხუან რულფოს რომანის პრეზენტაციაზე. რომანი, სახელწოდებით - „პედრო პარამო“, მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველდა მესამე პირში მოთხრობილი ამბავი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებები დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რულფოს […]
13 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, პროექტის - „ქალები საქართველოდან“ - ავტორი და ხელმძღვანელი, მაია ჩიტაია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით. შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სოციალური პროექტი - „ქალები საქართველოდან“, მისი მიზნები, განხორციელების პროცესი. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გამოთქვან […]