28 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიეში (A101 აუდიტორიის წინ), ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების სტუდენტებისა და ლექტორების გაერთიანებულ კონცერტი. ცნობილ ჯაზ-კომპოზიციებს შეასრულებენ ილიაუნის მუსიკის ცენტრის სოლისტები, ვოკალური ჯაზ-კვარტეტი და ინსტრუმენტული ანსამბლი. დრო: 28 მარტი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: A კორპუსის ფოიე (A101 აუდიტორიის წინ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
29 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავს ცნობილი ფიზიოლოგი, ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის (შვედეთი) კვლევითი ლაბორატორიის გამგე, მრავალი მნიშვნელოვანი შრომის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მერაბ კოკაია. ლექციის თემაა: „გენური თერაპია ნევროლოგიური დაავადებებისთვის“. დრო: 29 მარტი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
29-30 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საპატიო დოქტორი, ჰანს ულრიხ გუმბრეხტი, წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს - სახელწოდებით: „კარლ მარქსი და მარქსიზმი 2017 წლის პერსპექტივიდან“. I ლექცია - 29 მარტი, 18:30 საათი, -„კარლ მარქსი და XIX საუკუნე“ II ლექცია - 30 მარტი, 18:30 საათი - […]
30 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგს თემაზე : „ნეთვორქინგი და სამსახურის მოძიების გზები“. ტრენინგზე დასწრება შესაძლებელია ილიაუნის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებისათვის. „ალდაგის“ წარმომადგენლები სადაზღვევო სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას სააგენტო ქსელში სადაზღვევო აგენტის/პრომო აგენტის პოზიციებზე […]
30 მარტს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H111 აუდიტორიაში ჟირონის უნივერსიტეტის (კატალონია, ესპანეთი) პროფესორი, ჯოზეპ ვილია (Josep Vila Subirós), წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც შეეხება ხმელთაშუაზღვისპირეთის მთებში მიმდინარე ლანდშაფტურ ცვლილებებს და მათ კავშირს კლიმატის ცვლილებასთან. ლექციის თემაა: „land use and cover change in the Mediterranean mountains in a context of climate change“ („მიწის გამოყენება და […]
31 მარტი, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაიმართება პროექტის - „ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“ - პრეზენტაცია. პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში. პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის აპრილიდან და სრულდება 2017 წლის აპრილში. პროექტის დასკვნით პრეზენტაციაზე აუდიტორია გაეცნობა […]
31 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, გენდერის სპეციალისტის, ლელა ხომერიკის, შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის თემაა: „გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპები“. შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PİTA)“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდ […]
31 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა კუჭავა. ლექციის თემაა: „კერძოდან საჯარო სექტორში: იცვლება თუ არა ხედვა და მიდგომები“. მომხსენებლის […]
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება აღნიშნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და 2 აპრილს, 12:00 საათზე, ილიაუნის თეატრის სცენაზე გიწვევთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ერთობლივ ღონისძიებაზე. პროგრამაშია: 1. ბავშვთა ორკესტრის კონცერტი; 2. თოჯინების თეატრი „სამი გოჭი“. ხანგრძლივობა: 30 წუთი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც განსაკუთრებული საჭიროების, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები […]
2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი'', გაიმართება მარკ ჰედონის ყველაზე გახმაურებული წიგნის - „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ - პრეზენტაცია. წიგნი ქართულად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. წიგნს წარადგენენ მწერალი დიანა ანფიმიადი და გამომცემლობის რედაქტორი, ნინო გოგალაძე. ავტორის შესახებ ბრიტანელი მწერალი, ილუსტრატორი და სცენარისტი, მარკ ჰედონი, ახალგაზრდობაში რამდენიმე წლის […]