7 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული რომანტიზმის დაბადება და მეტამორფოზები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: რომანტიზმი და ახალი ევროპული ნარატივი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; რუსეთი, სპარსეთი საქართველო; ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“; მე-19 საუკუნე - ქართული პოეზიის […]
9 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, მოეწყობა ჩვენება ფილმისა: „9 მარტი, სისხლიანი თბილისი“ („9 March: Bloody Tbilisi”). მოკლემეტრაჟიანი ფილმის (ქრონომეტრაჟი - 20 წუთი) შემქმნელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაცია. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: 1956 წლის მარტის მოვლენები. დისკუსიაში […]
2017 წლის 9 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჩატარდება ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც შედგება ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამა წლის შემოდგომის სემესტრიდან იწყებს. პროგრამის მიზანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოამზადოს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების […]
10 მარტს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით,იურისტი გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ღირსებიდან უფლებამდე“. ადამიანის უფლებებმა, თანამედროვე სახის მიღებამდე, განვითარების დიდი გზა განვლო. მიუხედავად ადამიანის უფლებათა წარმოშობის, ხასიათისა დაფარგლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობისა, არსებობს შედარებით მაღალი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებებს საფუძვლად ადამიანის ღირსება უდევს. ლექციის ფარგლებში […]