Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ქართული რომანტიზმის დაბადება და მეტამორფოზები

მარტი 7, 2017 / 19:00

7 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული რომანტიზმის დაბადება და მეტამორფოზები“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: რომანტიზმი და ახალი ევროპული ნარატივი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; რუსეთი, სპარსეთი საქართველო; ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“; მე-19 საუკუნე – ქართული პოეზიის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“. ბესიკიდან ბარათაშვილამდე; ნიკოლოზ ბარათაშვილი და კასპარ დავით ფრიდრიხი; ბარათაშვილის „მერანი“ და ედგარ ალან პოს „ყორანი“.

დრო: 7 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 7, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: