21 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ გოჩა სხილაძეს. შეხვედრის ფარგლებში, პოეტი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და წაიკითხავს საკუთარ ლექსებს. დრო: 21 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
23 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ეგიდით, საჯარო ლექციას წაიკითხავს ამერიკელი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ჯეიკ დელფია. მოხსენების თემაა: „ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკული დაგეგმვა“. ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკული დაგეგმვა არის ინოვაციური მიდგომა ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე გარემოში სწრაფად ცვალებად ენერგეტიკულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგიების […]