22 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, "კინგსი საქართველო"-სთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრის დასასრულს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობა 3 საათი. განრიგი 14:00 - 15:00 - პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ 15:00 - 16:30 - ტრენინგი ზოგადი […]
23 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „კინგსი საქართველო“-სთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის ქალაქ ქუთაისში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. ტრენინგის შესახებ ტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ, ხშირია […]
28 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „კინგსი საქართველო“-სთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის ქალაქ ბათუმში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. ტრენინგის შესახებ ტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ, ხშირია […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ტურს საქართველოს რეგიონებში. ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს დიდ ქალაქებში ილიაუნის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას უნივერსიტეტის მიმართულებებზე, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებზე, უნივერსიტეტში მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის მაღალკვალიფიციური ტრენერი გამართავს ტრენინგს ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. […]
14 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზია და სინამდვილე“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კრონოსის მიერ ურანოსის დასაჭურისება; აფროდიტეს დაბადება; აფროდიტე და ათენა; სიცოცხლისა და ცნობიერების ძალების პოლარულობა; ჰადესი ჰომეროსთან და ორფეულ ჰიმნებში; ორფეოსი და დიონისე-ზაგრეუსი; მშვენიერების […]
15 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პაატა ცანკაშვილის რომანის - „დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები, 1652“ - პრეზენტაცია. წიგნს წარადგენენ პოეტი შოთა იათაშვილი და მწერალი დათო ტურაშვილი. 1961 წლის 6 თებერვალს დაბადებული პაატა ცანკაშვილი 2016 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა და მისმა სამეგობრომ მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, გამომცემლობების გვერდის ავლით, […]
16 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა google-ს პროგრამულ ინჟინერთან, პრინსტონისა და ბერკლის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთან, ადამ დინგლთან. შეხვედრა გაიმართება არა ლექციის, არამედ კითხვა-პასუხის ფორმატში, რათა გამოცდილების გაზიარების პროცესი უფრო ეფექტური იყოს. დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, არაფორმალურ გარემოში პირადად გაიცნოს ადამ დინგლი და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები. ღონისძიებაზე დასწრებისთვის, […]
17 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, დიპლომატი, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პორტუგალიაში და მანამდე საბერძნეთში, ფილოლოგი და პოლიტოლოგი, გია ჯაფარიძე. ლექციის თემაა: ვიზალიბერალიზაცია. დრო: 17 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. 2016 წელი